ნიკოლოზ ბასილაშვილი გათამაშების ძირითად ეტაპამდე დამაჯერებლად მივიდა. საფრანგეთის ღია პირველობის ძირითდი ბადეც მშვენივრად დაიწყო, პირველი სეტიც მოიგო, თუმცა მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნდა და „როლან გაროსს" გამოეთიშა.
საქართველოს პირველი ჩოგანი ძირითადი ბადის პირველ შეხვედრას ავსტრალიელ ტანასი კოკინაკისთან მართავდა, რომელიც მასზე აშკარა ფავორიტი იყო.
თამაშის დასაწყისი კი ბასილაშვილისთვის ნამდვილად იმედიანი იყო. პირველი სეტი 6:3 მოიგო. მეორეში ავსტრალიელს 1:4-დან ჰადინკაპი ამოუქაჩა და გაუთანაბრა, თუმცა მერე დამარცხდა. მესამე სეტში კი საერთოდ 2:5 უკვე წაგებული სეტი შემოატრიალა და წინ გავიდა, თუმცა მისი მოწოდებულები ყველა ბურთი წააგო და ტაი-ბრეიკებიც ვერ გამოიყენა. საბოლოდ ქართველმა - 6:3, 4:6, 6:7, 2:6 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
ქართველი ჩოგანის „რონალ გაროსისზე" გამოსვლა პოზიტიურად უნდა შეფასდეს. მან საკვალიფიკაციო ბადე წარმატებით განვლო და ქულებიც დაიმსხაურა, რაც მის შემდგომ წინსვლაში გარანტი იქნება.