reportiori.ge - „ჰიუსტონმა“ „მეომრებთან“ სხვაობა შეამცირა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:16
სპორტი
„ჰიუსტონმა“ „მეომრებთან“ სხვაობა შეამცირა
26 მაისი, 2015. 11:44


გუშინ გაიმართა NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-4 მატჩი


„ჰიუსტონმა" წინა წაგებული სამი მატჩის შემდეგ, შეძლო და შინ „გოლდენ სტეიტი" 128:115 დაამარცხა. ტეხასელებისთვის გადამწყვეტი პირველი პერიოდი გამოდგა, სადაც „როკეტსი" „სტეიტს" 45:22 გაექცა. მეორე პერიოდში „ოქროს ბიჭებისთვის" შესაძლოა მოვლენები ფატალურად განვითარებულიყო, როცა მათი ლიდერი სტეფ კარი პარკეტზე ზურგით დაეცა, იმ პერიოდში კარიმ შეხვედრა ვერ გააგრძელა, თუმცა მესამე პერიოდში გუნდს შეუერთდა. „როკეტს" ტრადიციულად ულიდერა „ბაბუაწვერმა". ჰარდენმა  11-დან 7-სამქულიანი ჩააგდო, 11-დან 6-ორქულიანი და საჯარიმოდან 13 ნასროლიდან 12 მოათავსა კალათაში. საერთო ჯამში, ჯეიმსმა 45 ქულას მოუყარა თავი.  სერიას „გოლდენ სტეიტის" 3:1 იგებს. მეხუთე მატჩი 28 მაისს ოკლენდში გაიმართება.



„ჰიუსტონ როკითსი" - „გოლდენ სტეიტ უორიორსი" 128:115 (45:22, 24:37, 30:25, 29:31)

„ჰიუსტონი": ჰარდენი (45 ქ. 9 მ. 5 პ.), სმიტი (20 ქ. 6 მ. 5 პ.), არიზა (17 ქ.), ჰოვარდი (14 ქ. 12 მ.), ჯონსი (14 ქ.), ტერი (10 ქ.6 მ.), კაპელა (4 ქ.), პრიჯიონი (3 ქ.), ბრიუერი (1 ქ.)

„გოლდენ სტეიტი": ტომპსონი (24 ქ.), კარი (23 ქ.), გრინი (21 ქ. 15 მ.), ბარნსი (14 ქ.), იგუადალა (13 ქ. 7 მ.), ბარბოსა (12 ქ.), ლივინგსტონი (4 ქ.), ეზელი (4 ქ.)



 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016