გუშინ გაიმართა NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-4 მატჩი
„ჰიუსტონმა" წინა წაგებული სამი მატჩის შემდეგ, შეძლო და შინ „გოლდენ სტეიტი" 128:115 დაამარცხა. ტეხასელებისთვის გადამწყვეტი პირველი პერიოდი გამოდგა, სადაც „როკეტსი" „სტეიტს" 45:22 გაექცა. მეორე პერიოდში „ოქროს ბიჭებისთვის" შესაძლოა მოვლენები ფატალურად განვითარებულიყო, როცა მათი ლიდერი სტეფ კარი პარკეტზე ზურგით დაეცა, იმ პერიოდში კარიმ შეხვედრა ვერ გააგრძელა, თუმცა მესამე პერიოდში გუნდს შეუერთდა. „როკეტს" ტრადიციულად ულიდერა „ბაბუაწვერმა". ჰარდენმა 11-დან 7-სამქულიანი ჩააგდო, 11-დან 6-ორქულიანი და საჯარიმოდან 13 ნასროლიდან 12 მოათავსა კალათაში. საერთო ჯამში, ჯეიმსმა 45 ქულას მოუყარა თავი. სერიას „გოლდენ სტეიტის" 3:1 იგებს. მეხუთე მატჩი 28 მაისს ოკლენდში გაიმართება.
„ჰიუსტონ როკითსი" - „გოლდენ სტეიტ უორიორსი" 128:115 (45:22, 24:37, 30:25, 29:31)
„ჰიუსტონი": ჰარდენი (45 ქ. 9 მ. 5 პ.), სმიტი (20 ქ. 6 მ. 5 პ.), არიზა (17 ქ.), ჰოვარდი (14 ქ. 12 მ.), ჯონსი (14 ქ.), ტერი (10 ქ.6 მ.), კაპელა (4 ქ.), პრიჯიონი (3 ქ.), ბრიუერი (1 ქ.)
„გოლდენ სტეიტი": ტომპსონი (24 ქ.), კარი (23 ქ.), გრინი (21 ქ. 15 მ.), ბარნსი (14 ქ.), იგუადალა (13 ქ. 7 მ.), ბარბოსა (12 ქ.), ლივინგსტონი (4 ქ.), ეზელი (4 ქ.)