reportiori.ge - ზაზა გაბედავა: ავთო მარგიანმა ერთ-ერთი შეხვედრისას რობიზონ მარგველანს „დუბლიონკა“ აჩუქა, რომელშიც „ჩიპი“ იყო ჩაყენებული და შევარდნაძის ხალხმა ზვიადის ყოველი ნაბიჯი იცოდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 16:37
პრეს-დაიჯესტი
ზაზა გაბედავა: ავთო მარგიანმა ერთ-ერთი შეხვედრისას რობიზონ მარგველანს „დუბლიონკა“ აჩუქა, რომელშიც „ჩიპი“ იყო ჩაყენებული და შევარდნაძის ხალხმა ზვიადის ყოველი ნაბიჯი იცოდა!
ავტორი:
26 მაისი, 2015. 12:02


„იბერიულ-კავკასიური მოძრაობის" მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი და საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლი ზაზა გაბედავა, რომელმაც ამ ერთი კვირის წინათ „ასავალ-დასავალის" საშუალებით ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შესაძლო მკვლელის ფოტოსურათი გაავრცელა, სააგენტო „პირველ რადიოსა" და ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ს პროტესტს უცხადებს და ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შესახებ საგანგებოდ საუბრობს. გაბედავას განცხადებით, ფოტო, რომელიც მან „ასავალ-დასავალს" მიაწოდა, „პირველმა რადიომ" თავისად გაასაღა, რაც „რუსთავი-2"-მაც გაიმეორა! რაც შეეხება პირველი პრეზიდენტის მკვლელობას, ზაზა გაბედავას ინფორმაციით, ზვიადის მკვლელობაში სხვებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ „კაგებეშნიკი" ძმები ზუგდიდიდან - სარიები, რომლებიც დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში არიან გადახვეწილნი!


- ბატონო ზაზა, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის სავარაუდო მკვლელის ფოტოსურათი, რომელიც თქენ მომაწოდეთ და გაზეთ „ასავალ-დასავალში" დაიბეჭდა, ზოგიერთებმა თავის მიერ მოპოვებულ მასალად გაასაღეს. ტელეკომპანია „იმედის" გარდა, არავის უხსენებია, რომ ფოტო პირველად ჩვენს გაზეთში დაიბეჭდა... რას იტყვით?

 

- ეს ფოტოსურათი, რომელიც მე თქვენ მოგაწოდეთ, როგორც იცით, დიდი ხანია მაქვს... ველოდებოდი, როდის გამოაჩენდნენ ამ ფოტოს სამართალდამცავი ორგანოები, მაგრამ რომ არაფერი მოიმოქმედეს, ავდექი და ფოტოსურათი გამოსაქვეყნებლად გადმოგეცით თქვენ. „ასავალ-დასავალი" რომ გამოვიდა, „რუსთავი-2"-მა გამოაცხადა, სააგენტო „პირველმა რადიომ" ბესო ხარძიანის შესაძლო მკვლელის სურათები გაავრცელაო! სინამდვილეში ეგ არის იგივე ფოტოები, იმავე სათვალთვალო კამერიდან გადაღებული, რაც მე მაქვს... დარწმუნებული ვარ, „პირველ რადიოს" სამართალდამცავებმა მიაწოდეს ეს ფოტოები, იმიტომ, რომ მასალა მაგათ ჰქონდათ, სხვა არავის. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც „ასავალ-დასავალში" ჩემი ინტერვიუ გამოქვეყნდა.


- როგორც ვიცი, თქვენ ბესარიონ გუგუშვილთან მოგივიდათ კამათი, რატომ?

 

- არ ვმალავ, მე ჩავწერე ბესო გუგუშვილი, რადგან ზვიადის მკვლელობის შესახებ რაღაცები მაინტერესებდა. გუგუშვილი „კაგებეში" ზედამხედველი იყო და ამ დროს ეს კაცი მე მიწოდებს „ეფესბეს" აგენტს. რა შუაშია „ეფესბე" და „გრუ", როცა არავის ეჭვი არ გვეპარება, რომ ზვიადის დამხობა და მკვლელობა მოხდა რუსეთის ხელით?! სულ ახალთახალი რუსული ტექნიკით შემოვიდა შევარდნაძის ხალხი სამეგრელოში მაშინ, როცა ჩვენ ერთი ტანკიც არ გვყავდა და კიდევ ჩვენ ვართ რუსეთის აგენტები? რომ იცოდეთ, გარეწარმა გუგუშვილმა ყველაფერი იცის და ეგ მალავს ყველაფერს. გუგუშვილი, მარგველანი და კიდევ დანარჩენები, ვინც კარლო ღურწკაიას სახლში იყვნენ, გააფრთხილეს, რომ, თუ გაჩუმდებოდნენ, ხელს არ ახლებდნენ. „ალფა" იყო თუ „ომეგა", ყველა ზვიადს დასდევდა მოსაკლავად... ზუგდიდის ტაქსოპარკში იყვნენ ეგენი დაბანაკებულნი რუსებთან ერთად. ზვიადის მკვლელობის საქმეში აქტიურად მონაწილეობდნენ ზუგდიდელი ძმები - სარიები!


- ძმები სარიები ვინ არიან?

 

- ესენი იყვნენ „კაგებეშნიკები". ერთს გოჩა ერქვა, ხოლო მეორეს სახელი არ მახსოვს. როგორც მითხრეს, ახლა ამერიკაში არიან წასულები. ღალიძგასთან რომ არეულობა მოხდა 1989 წელს და ჩვენ, ქართველები, მილიციას დავეცით მაშინ და შეიარაღება დავიწყეთ, ერთ-ერთი ძმა - გოჩა სარია, მაშინ მეთვალყურედ მოგვამაგრეს „კაგებედან". ჯონსონ კვარაცხელიას სახლიდან მანქანით რომ წამოვიდნენ, 5 საათის განმავლობაში რას აკეთებდნენ, როცა 10 წუთში უნდა მისულიყვნენ კარლო ღურწკაიას სახლთან? რა მოხდა იმ 5 საათის განმავლობაში და სად იყვნენ, რატომ ამაზე არ ლაპარაკობს ნაძირალა გუგუშვილი? ვაჟა ჭინჭარაული და ირაკლი გოგაძე რანაირად გაუჩინარდნენ? ბესო გუგუშვილს, როცა ვაჟას და ირაკლის შესახებ ვკითხე, მიპასუხა - ეგენი ცხენებზე შესხდნენ და წავიდნენ, მიგვატოვესო! საწყალ ბიჭებს, იმ მართლაცდა უღალატო ბიჭებს, დეზერტირობა დააბრალა ამ მართლაცდა ნაძირალა კაცმა!


- ბატონო ზაზა, აშკარაა, რომ გზის იმ მონაკვეთში, იმ 5 საათის განმავლობაში, რაღაც უბედურებაა მომხდარი... თქვენი აზრით, რა შეიძლებოდა მომხდარიყო?

 

- მთელი ცხოვრება იარაღთან მაქვს საქმე და ვის აჯერებენ ეგენი იმ სისულელეს, რომ ზვიადმა „სტეჩკინით" მოიკლა თავი და პისტოლეტი ხელში დარჩა? გუგუშვილი არის მატყუარა, ფარისეველი და მოღალატე, რომელმაც ყველაფერი იცის და ამ დროს ყველაფერს მალავს! არ ვამბობ, რომ გუგუშვილმა ესროლა, მაგრამ გუგუშვილი ცრუობს! უფრო უარესს გეტყვით - ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტის დაცვის უფროსი ქალებში დაძრწოდა და საწყალი ზვიადი ერთხანს მიტოვებულიც კი ჰყავდათ მაგათ!


- რობიზონ მარგველანზე ამბობთ მაგას?

 

- დიახ, ეგ იყო დაცვის უფროსი! რობიზონ მარგველანი ავთო მარგიანის ნათესავია და მარგიანი შევარდნაძის ხელისუფლების წევრი იყო მაშინ. ავთო მარგიანმა ერთ-ერთი შეხვედრისას რობიზონ მარგველანს „დუბლიონკა" აჩუქა - არ გაცივდეო! იმ „დუბლიონკაში" „ჩიპი" იყო ჩაყენებელი და შევარდნაძის ხალხმა ზვიადის ყოველი ნაბიჯი იცოდა! ჭკვიანი დაცვის უფროსი არავისგან არაფერს აიღებდა...


- რაც შეეხება ბადრი ზარანდიას, რას იტყვით მის შესახებ, რამდენად შეიძლებოდა ბადრი ზარანდიას ზვიად გამსახურდია მოეკლა?

 

- ბადრის  ოჯახი მძევლად რომ აიყვანეს, ვიცი, რომ ბადრიმ თავისი კაცი აფრინა ზვიადთან, - ბატონო პრეზიდენტო, ვერ დაგიცავთო! მაშინ იქ იმდენი და ისეთი ძალები ჩაერია საქმეში, ბადრი ვერას გახდებოდა. მერე ბადრი დაიჭირეს, ფეხის ამპუტაცია ჩაუტარეს... მერე ჯაბას დაუმეგობრდა. ვიცი, რომ ჯაბა სამეგრელოში რომ ჩამოვიდა მაგის დასაფლავებაზე, ბადრის კუბოს აკოცა. ეგ ვიცი უეჭველი...


- თქვენი ინფორმაციით, რუსები მონაწილეობდნენ ზვიადის მკვლელობაში, ქართველები თუ ორივენი ერთად?

 

- ზვიადის მკვლელობაში აქტიურად მონაწილეობდა „გრუს" თანამშრომელი, სოხუმელი ქართველი, თუ არ ვცდები გია მხეიძე. ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაცია დაგეგმა და განახორციელა „გრუ"-მ სამეგრელოსა და მთელი საქართველოს მოღალატეების ხელით! ჩემი კუთხის, სამეგრელოს მოღალატე შვილებს საგანგებოდ მოაკვლევინეს ზვიად გამსახურდია! პუტჩისტები და საქართველოს მოღალატეები არიან ზვიადის მკვლელები, მე მაგათთან შერიგებას არ ვაპირებ და ვისაც უნდა, შეურიგდეს და ლოგინში ჩაუწვეს მაგ ძაღლიშვილებს! არცერთ მთავრობას არ აწყობდა და არ აწყობს ზვიადის მკვლელობის გახსნა... ამათ უნდათ, რომ ზვიადი საქართველოს ისტორიაში დარჩეს, როგორც თვითმკვლელი. საქართველოს რაც უბედურება სჭირს და რის გამოც ვისჯებით, ყველაფერი იმის შედეგია, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩვენ მოვკალით ილია და საუკუნის მიწურულს ტყვია ვესროლეთ ზვიადს!


- ბატონო ზაზა, ვიცი, რომ ამ ბოლო დროს ირაკლი წერეთელთან გქონდათ მძიმე საუბარი იმის გამო, რომ სააკაშვილის ნავში გადახტა და გიგა ბოკერიასა და ხაბაზან ერთად გამოგვეცხადა...

 

- ირაკლი პუტჩში მონაწილეობას უარყოფს, მაგრამ უამრავი მასალა არსებობს, რომლითაც ირაკლი წერეთლის იმ უბედურებაში მონაწილეობა დასტურდება. ზურაბ ჟვანია და გია ბარამიძეც პუტჩისტები იყვნენ, ხოლო ბოკერია პუტჩის დღეებში ავტომატით ხელში დაიჭირეს და უზენაესი საბჭოს შენობაში შემოათრიეს... დახვრეტას უპირებდნენ ბიჭები, მაგრამ ირაკლი ურუმბეგაშვილმა არ დაანება, გადაარჩინა და გარეთ გამოაგდო. არ გამოვრიცხავ, რომ ირაკლი წერეთელს ნაციონალებისგან ფული აქვს აღებული და მთლად „გაიბანძა" თავი მაგ უბედურმა! კაცი რომ იმას იტყვის, მერაბიშვილი და ახალაია პოლიტპატიმრები არიანო, იმას თავში ტვინი აქვს?!

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016