ფრანგული „მონაკოს" ფეხბურთელ რადამელ ფალკაოს, რომელიც იჯარის წესით „მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა, სურს, დარჩეს პრემიერ ლიგაში და შეუერთდეს მოქმედ ჩემპიონს ლონდონის „ჩელსის", - იუწყება The Mirror. თუმცა წყაროს ინფორმაციით, ამ ტრანსფერში შემაფერხებელი ბარიერი შესაძლოა მისი ანაზღაურება გახდეს, იგი კვირაში 265 000 ფუნტ სტერლინგს იღებდა. მსოფლიოში მრავლად არ არიან ისეთი კლუბები, რომლებიც ასეთი ანაზღაურების გადახდას დათანხმდებიან, მით უმეტეს, რომ განვლილ სეზონში რადამელმა ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 26 მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.
ფალკაოს იმედი კი მისი აგენტი - ხორხე მენდეშია, რომელიც „არისტოკრატთა" დამრიგებელს კარგად იცნობს და საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდება. არაა გამორიცხული, კოლუმბიელი ანაზღაურების შემცირებასაც დათანხმდეს.