იტალიის სერია A-ს, 37-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა გუშინ, „სტადიო ოლომპიკიზე", სადაც ნომინალური მასპინძელი „ლაციო" „რომას" მასპინძლობდა.
შეხვედრის პირველმა ნახევარმა გარდამავალი უპირატესობით, შედარებით მშვიდად განვლო. მეტოქეები ერთმანეთს ზვერავდნენ და თითქოს ერთმანეთის პირველ შეცდომას ელოდებოდნენ.
აი, მეორე ტაიმი კი ისეთი გამოდგა, როგორსაც ველოდით. მეორე ნახევრის 73-ე წუთზე შეცვალზე შესულმა კოლუმბილმა იბარბომ, რომაელთა საჯარიმოში ბურთი ტექნიკურად შეიგდო და ხელსაყრელ პოციციაზე მდგარ იტურბეს უპასა, თავის მხრივ არგენტინელი დასწრებაზე ბასტას ეთამაშა და მარკეტის უპრობლემოდ გაუტანა - 0:1.
„ლაციალე" დაფიქსირებული შედეგით მდგომარეობას მკვეთრად ირთულებდა. 82-ე წუთზე ბურთი ფელიპე ანდერსონმა მიიღო, ბრაზილილემა გამოზომილი გადაცემით საჯარიმოში კლოზე მონახა, მანაც შეცვალზე შესულ ჯორჯევიჩს გადააწოდა, იოგოსლაველმა თავური დარტყმით დე სანკტისს შანსი არ დაუტოვა - 1:1. „არწივებს" სიხარული დიდხანს არ დასცალდათ, სამ წუთში პიანიჩმა საჯარიმო შეასრულა, რის შემდეგადაც იანგ-მბივამ, მეორე სართულზე ყველას აჯობა და ანგარიში კვლავ რომაელთა სასარგებლოდ დააფიქსირა -1:2.
სტეფანო პიოლის გუნდმა ამ წაგებით შესაძლოა მთელი სეზონის შრომა წყალში ჩაყაროს. საქმე იმაშია, რომ „ლაციო" ბოლო ტურის წინ, "ნაპოლის" სამი ქულით უსწრებს, ხოლო 31 მაისს, სწორედ ნეაპოლშო ჩადის სათამაშოდ და ვინაიდან იტალიაში თანაბარ ქულებზე უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ენიჭება, „სან პაოლოზე" მარცხის შემთხვევაში მესამე ადგილზე არა „ლაციო", არამედ რაფაელ ბენიტესის „ნაპოლი" გავა.
"ლაციო" 1:2 "რომა"
"ლაციო": მარკეტი, ბასტა, დე ვრეი, ჯენტილეტი, ლულიჩი (კავანდა, 55), ბილია (კატალდი, 79), პაროლო, მაური (ჯორჯევიჩი, 76), კანდრევა, კლოზე, ანდერსონი
"რომა": დე სანკტისი, ტოროსიდისი, მანოლასი, მბივა, ჰოლებასი, ნაინგოლანი, დე როსი, კეიტა (პიანიჩი, 68), იტურბე (დუმბია, 85), ტოტი, (იბარბო, 61), ფლორენცი
გოლები: ჯორჯევიჩი, 82 - იტურბე, 73, მბივა, 85
გაფრთხილებები: ლულიჩი, ჯენტილეტი, ბილია, კლოზე, ტოტი, ტოროსიდისი, იტურბე, ფლორენცი