reportiori.ge - „რომამ“ დერბი „დელა კაპიტალე“ მოიგო და ლიგის ჯგუფური გაინაღდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:28
სპორტი
„რომამ“ დერბი „დელა კაპიტალე“ მოიგო და ლიგის ჯგუფური გაინაღდა
26 მაისი, 2015. 13:29


იტალიის სერია A-ს,  37-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა გუშინ, „სტადიო ოლომპიკიზე", სადაც ნომინალური მასპინძელი „ლაციო" „რომას" მასპინძლობდა.


შეხვედრის პირველმა ნახევარმა გარდამავალი უპირატესობით, შედარებით მშვიდად განვლო. მეტოქეები ერთმანეთს ზვერავდნენ და თითქოს ერთმანეთის პირველ შეცდომას ელოდებოდნენ.


აი, მეორე ტაიმი კი ისეთი გამოდგა, როგორსაც ველოდით. მეორე ნახევრის 73-ე წუთზე შეცვალზე შესულმა კოლუმბილმა იბარბომ, რომაელთა საჯარიმოში ბურთი ტექნიკურად შეიგდო და ხელსაყრელ პოციციაზე მდგარ იტურბეს უპასა, თავის მხრივ არგენტინელი დასწრებაზე ბასტას ეთამაშა და მარკეტის უპრობლემოდ გაუტანა - 0:1.


„ლაციალე" დაფიქსირებული შედეგით მდგომარეობას მკვეთრად ირთულებდა. 82-ე წუთზე ბურთი ფელიპე ანდერსონმა მიიღო, ბრაზილილემა გამოზომილი გადაცემით საჯარიმოში კლოზე მონახა, მანაც შეცვალზე შესულ ჯორჯევიჩს გადააწოდა, იოგოსლაველმა თავური დარტყმით დე სანკტისს შანსი არ დაუტოვა - 1:1. „არწივებს" სიხარული დიდხანს არ დასცალდათ, სამ წუთში პიანიჩმა საჯარიმო შეასრულა, რის შემდეგადაც იანგ-მბივამ, მეორე სართულზე ყველას აჯობა და ანგარიში კვლავ რომაელთა სასარგებლოდ დააფიქსირა -1:2.


სტეფანო პიოლის გუნდმა ამ წაგებით შესაძლოა მთელი სეზონის შრომა წყალში ჩაყაროს. საქმე იმაშია, რომ „ლაციო"  ბოლო ტურის წინ, "ნაპოლის" სამი ქულით უსწრებს, ხოლო 31 მაისს, სწორედ ნეაპოლშო ჩადის სათამაშოდ და ვინაიდან იტალიაში თანაბარ ქულებზე უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ენიჭება, „სან პაოლოზე" მარცხის შემთხვევაში მესამე ადგილზე არა „ლაციო", არამედ რაფაელ ბენიტესის „ნაპოლი" გავა.


"ლაციო" 1:2 "რომა"

"ლაციო": მარკეტი, ბასტა, დე ვრეი, ჯენტილეტი, ლულიჩი (კავანდა, 55), ბილია (კატალდი, 79), პაროლო, მაური (ჯორჯევიჩი, 76), კანდრევა, კლოზე, ანდერსონი

"რომა": დე სანკტისი, ტოროსიდისი, მანოლასი, მბივა, ჰოლებასი, ნაინგოლანი, დე როსი, კეიტა (პიანიჩი, 68), იტურბე (დუმბია, 85), ტოტი, (იბარბო, 61), ფლორენცი


გოლები: ჯორჯევიჩი, 82 - იტურბე, 73, მბივა, 85

 

გაფრთხილებები: ლულიჩი, ჯენტილეტი, ბილია, კლოზე, ტოტი, ტოროსიდისი, იტურბე, ფლორენცი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016