reportiori.ge - თბილისის „დინამო“ VS „სამტრედია“ - მატჩის წინ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:16
სპორტი
თბილისის „დინამო“ VS „სამტრედია“ - მატჩის წინ...
26 მაისი, 2015. 15:14


დღეს 26 მაის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის, რიგით 25-ე ფინალი გაიმართება. ერთმანეთს თბილისის „დინამო" და „სამტრედია" დაუპირისპირდებიან.


„დინამო" ისტორიის განმავლობაში მეოთოთხმეტედ იასპარეზებს ფინალში. აქედან თბილისელებმა თასის ფინალში გამარჯვება 11-ჯერ იზეიმეს და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდნენ.


ამჯერად, ახალი მთავარი მწვრთნელის რანგში, გია გეგუჩაძის „დინამო" „სამტრედიას" დაუპირისპირდება. არსებობის განმავლობაში სამტრედიელებისთვის,  თასის ფინალი პირველია.


გეგუჩაძემ „დინამოს" თავკაცის რანგში თასი 2004 წელს მოიპოვა, როდესაც ფინალში თბილისელებმა ქუთაისის „ტორპედო"  2:1 დაამარცხეს, ხოლო ზამთარაძესთვის ეს პირველი ფინალია.


გუშინ გუნდებმა ბოლო ვარჯიში გამართეს, ბოლოს კი  გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს და წინასამატჩოდ კომენტარები გააკეთეს.


 

ზაზა ზამთარაძე, „სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი:

„თავისი არსებობის ისტორიაში „სამტრედია" თასის ფინალში პირველად მოხვდა. ამას ვაცნობიერებთ და მთელი გუნდი მოსაგებად ვემზადებით.

 

დისკვალიფიცირებული არავინ გვყავს და არც სერიოზული ტრავმა აქვს ვინმეს. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდისთვის ემზადება და მას ილია კერძევაძესთან ერთად, გიორგი თევზაძეც დავუთმეთ. 19-წლამდელებს წარმატებას ვუსურვებ.

 

რაც შეეხება იმას, „სამტრედიაში" ჩემი მომავალი თასის მოგება-არმოგებაზე არის თუ არა დამოკიდებული, ამაზე ნაკლებად ვფიქრობთ. ამ თემაზე ფინალის შემდეგ ვისაუბროთ.

 

მე და ჩემი მეგობრები, ვინც გუნდზე პასუხისმგებლობა ავიღეთ, ახლა უფრო მნიშვნელოვნად ფინალურ მატჩს მივიჩნევთ".



გია გეგუჩაძე, „დინამოს" მთავარი მწვრთნელი:

„ტიტულის შენარჩუნება ნებისმიერი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. იმედია, ორივე ფინალისტი ხარისხიან და საინტერესო ფეხბურთს შესთავაზებს გულშემატკივარს.

 

სამწუხაროა, რომ ვერ გვეხმარებიან ტრავმირებული ჭანტურია და ტაბატაძე, ხოლო შერგელაშვილი დისკვალიფიცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ რენე ფერეირამ ვარჯიშზე ფეხი იტკინა, არა მგონია, ტრავმა სერიოზული იყოს.

 

რაც შეეხება იმას, რომ ფინალში გერმანელები იმსაჯებენ, ეს სასიამოვნო ფაქტია. მსგავსი რამ ბევრ ქვეყანაშია მიღებული. თუმცა კვალიფიციური მსაჯები საქართველოშიც გვყავს და მათაც ვენდობი".



ფინალი დღეს, 19:00 საათზე დაიწყება და მას გერმანელი არბიტრი  მარკო ფრიცი გაუძღვება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016