„ვალენსიის" არგენტინელი მცველი ნიკოლას ოტამენდი, დიდი ალბათობით, მომავალი სეზონიდან კლუბს დატოვებს. ამის შესახებ მისი აგენტი ეუხენიო ლოპესი აცხადებს და დასძენს, რომ ამის გასაკეთებლად მისი კლიენტი ყველაფერს გააკეთებს.
„ნიკო „ვალენსიადან" წასასვლელად ყველაფერს აკეთებს. მან პრეზიდენტს 2 თვის წინათ უთხრა, რომ წასვლა უნდა. რუფეტეს სიტყვებმა გამაკვირვა. მან თქვა, რომ ნიკო არსად წასვლას არ აპირებს. ეს ტყუილია.
მოლაპარაკებებს რამდენიმე კლუბთან ვაწარმოებთ. „ვალენსიას" ახალი კონტრაქტი არ შემოუთავაზებია და ნიკო ამას არც ელოდება", - განაცხადა ოტამენდის აგენტმა.
შეგახსენებთ ოტამენდი „ვალენსიაში" 2014 წლის ზაფხულში „პორტოდან" გადავიდა. ამ დროის განმავლობაში არგენტინელმა 38 შეხვედრის ჩაატარება მოასწრო და 6-ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.