reportiori.ge - ნატო მეტონიძე: დავიღალე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 06:00
ინტერვიუ
ნატო მეტონიძე: დავიღალე!
26 მაისი, 2015. 17:38


საქართველოში ხელოვნებაც რომ რიგ შემთხვევებში გაუკუღმართებულია და პოლიტიკურ ჭრილშია წარმოჩენილი, ეს ძველი ამბავია.  კონკრეტული ხელოვანების „აკრძალვაც" ძველი ამბავია, თუმცა, რამდენად ჩაბარდა წარსულს,  ეს კიდევ საკითხავია.

 

რას ფიქრობენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ის ხელოვანები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში თავდაუზოგავად ებრძოდნენ რეჟიმს, დღეს კი დუმან და არ ჩანან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად?

 

 „რეპორტიორი" მომღერალ ნატო მეტონიძეს დაუკავშირდა:

 

 

 

- პოლიტიკაზე თუ გსურთ მკითხოთ, არაფერს ვიტყვი... საერთოდ კავშირი არ მქონია ამ სფეროსთან.


- ჩვენ მაინც გკითხავთ და მერე გადაწყვიტეთ, დაგველაპარაკებით თუ არა...

 

- ნებისმიერ საკითხზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რაც პოლიტიკას შეეხება.  უკვე ძალიან ბევრია პოლიტიკა ჩემს ცხოვრებაში  და ამ თემის აღარც თავი მაქვს, აღარც ნერვი და საერთოდ, აღარც მინდა, რომ ამაზე ვიფიქრო.


- იმედგაცრუებული ხომ არ ხართ?

 

- უბრალოდ,  ზოგადი შეხედულებების დაფიქსირებისგან  უკვე თავს ვიკავებ, ძალიან დავიღალე!


- წლების განმავლობაში, გვახსოვხართ  იმ საპროტესტო აქციების მხარდამჭერად, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იყო მიმართული. დღეს არსებულ სიტუაციას რომ ხედავთ, რას ფიქრობთ, არის თუ არა ის შედეგი, რისთვისაც იბრძოდით?

 

- რა თქმა უნდა, ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძოდით! ის ბრძოლა ამად ღირდა და აქ დავამთავრებ, თქვენი ნებართვით, ამ თემაზე საუბარს, გთხოვთ... უბრალოდ,  კონკრეტიკისგან უკვე თავს შევიკავებ. ის რეჟიმი რომ აღარ არსებულიყო, ყველაფერი მიღირს საიმისოდ. არ ვიცი, რა შეცდომა უნდა დაუშვას ამ მთავრობამ, რომ ვთქვა, რომ არ მიღირს.  


- ყველას კარგად გვახსოვს, ყოფილი ხელისუფლების დროს რა ხდებოდა კულტურის სფეროში, როგორ იჩაგრებოდნენ ის ხელოვანები, რომლებიც არ ეტრფოდნენ არსებულ რეჟიმს.   დღეს რა ხდება ამ მიმართულებით?


- დღეს, ამ თვალსაზრისით, არის სრული დემოკრატია. არავის არ აქვს პრობლემა, მე რამდენადაც ვხედავ. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მე ის ბრძოლა მიღირდა და ეს არ ეხება მარტო ჩემს სფეროს. დემოკრატიის თვალსაზრისით, საერთოდ, შედარებაც არ შეიძლება.  ვაკვირდები ჩემს სფეროს და ის, რაც მაშინ   ხდებოდა, მსგავსი, არაფერი არ მეორდება. ტელეეთერების მეშვეობითაც  ვადევნებ თვალყურს, აბსოლუტურად შეცვლილია სიტუაცია.


- თქვენს ცხოვრებაში რა ხდება ამ ეტაპზე?


- შემოქმედებით საქმიანობას ვეწევი და 19 ივნისს, 20:00 საათზე ვგეგმავ სოლო კონცერტს, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.  სოლო კონცერტია, მონაწილეობას ვიღებთ - მე, ნიკა მემანიშვილი, დათო დოიაშვილი. არავინ სხვა.


- ანუ, თქვენი შემოქმედებითი საქმიანობა აქტიურ ფაზაშია.

 

- კი, ახლა უკვე ამის შესაძლებლობა მაქვს.


- როგორია დღეს კულტურის სამინისტროს დამოკიდებულება ხელოვანებისადმი?

 

- ჩემი გადასახედიდან, შესაძლოა, არსებობს კონკრეტული შეცდომები,  შესაძლოა, რომელიმე გადაწყვეტილებას ვთვლიდე არასწორად, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი.  ასეთი რამ, ნებისმიერი რეჟიმის პირობებში და ნებისმიერი მთავრობის პრობებში შესაძლოა მოხდეს, მაგრამ ის,  რომ ვიღაც იკრძალება, მსგავს რამეს მე მართლა ვერ ვხედავ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016