reportiori.ge - რისთვის სჭირდებათ პოლიტიკურ გვამებს მათზე დიდი ხნის წინ გარდაცვლილი, მიხრწნილი და მილეული გვამი?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:44
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რისთვის სჭირდებათ პოლიტიკურ გვამებს მათზე დიდი ხნის წინ გარდაცვლილი, მიხრწნილი და მილეული გვამი?!
ავტორი:
26 მაისი, 2015. 17:41


ძვირფასო მკითხველო, მას შემდეგ, რაც სამართლებრივ დევნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი და მთლიანად მისი კრიმინალური ბანდა დასავლეთის  ძალისხმევით პოლიტიკურ აღსასრულს გადაურჩა, ფაქტია, რომ ეს დანაშაულებრივი პარტია ძალას იკრებს და დღითი დღე სულ უფრო სახიფათო ხდება. მეტიც, ხელისუფლების შეცვლიდან სულ რაღაც ორწლინახევრის თავზე მათ იმასაც მიაღწიეს, რომ მმართველ გუნდს წითელი ბარათი უჩვენეს და ერთი თვის შემდეგ მთავრობას ჩაულურის წყალი ასვეს. იმის თქმა მინდა, რომ დღეს ცოცხოსნების სექტა გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასავლეთში გახიზნული მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რაც შეიძლება მალე დააბრუნოს. შესაბამისი მოთხოვნით ისინი უკვე აქტიურობენ სოციალურ ქსელებში, ფორუმებში და პარალელურად დედაქალაქის მასშტაბით პერმანენტულ აქციებსაც მართავენ. ერთ-ერთი ასეთი აქცია კი წინა კვირას, 16 მაისს, ვიხილეთ ამერიკის საელჩოსთან, სადაც თავი მოიყარეს ნაციუგენდის აქტივისტებმა, ანუ „თავისუფალ ზონად" წოდებულმა „ნაცმოძრაობის" ახალგაზრდულმა ფრთამ და მათმა მხარდამჭერმა 30 ვერცხლზე გაყიდულმა იუდებმა. აქციის მონაწილეებს ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდათ, - შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნა! ამერიკის საელჩოსთან კი იმიტომ შეიკრიბნენ, რომ სწორედ ამერიკა და ამერიკის ხელისუფლება ეგულებათ ნაცხროვის უპირველეს მოკავშირედ. მოკლედ, აღნიშნულ აქციაზე პირადად ელჩის (რიჩარდ ნორლანდის) სახელზე გაკეთებულ მიმართვაში შავით თეთრზე ეწერა, გთხოვთ, დაგვეხმაროთ ჩვენი ღვაწლმოსილი, გმირი ექსპრეზიდენტის დაბრუნებაში და მის მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტაში, რომლის უკანაც ივანიშვილის რუსეთუმე ხელისუფლება დგასო.


...მეგობრებო, უკვე ორ წელიწადზე მეტია, ნაცები ხელისუფლებაში აღარ არიან და ვინ მოთვლის, ამ ხნის მანძილზე რამდენი მსგავსი მცირე აქცია ჩაატარეს სააკაშვილის გველის წიწილებმა. შეიძლება ათობით და უფრო მეტიც, მაგრამ აქამდე მათი ყაყანითა და ცოფისნთხევით არც დავინტერესებულვარ, რადგან მიმაჩნია, რომ პოლიტიკური გვამების ადგილი მხოლოდ ქვესკნელშია. ზემოაღნიშნული აქციის მიმართაც ზუსტად ასე ვიყავი განწყობილი და ცხადია, ფეკალიების თუხთუხს ყურადღებას არც მივაქცევდი, რომ არა ერთი ფაქტი, - აღმოჩნდა, რომ ამჯერად ნაცსექტის ახალგაზრდულ ფრთას, ანუ თავისუფალ ზონას, იგივე ნაციუგენდს და სააკაშვილის ჰარამხანის ქალებს, (რომლებიც აქციაზე უხვად იყვნენ მისულები) 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთერთი ლიდერი ირაკლი წერეთელი  ხელმძღვანელობდა. მეტიც, აღმოჩნდა, რომ ეს აქცია პირადად მისი ინიციატივა იყო და მისივე ორგანიზატორობით ჩატარდა. ნაცსექტის გადამკიდე საქართველოში და განსაკუთრებით პოლიტიკურ სპექტრში რას არ უნდა ელოდე, მაგრამ წერეთელს, რომელიც დიდი ხანია, სარკოფაგშია ჩაბალზამებული და საკუთარ დედასაც აღარ ახსოვს, სააკაშვილის პორტრეტით ხელში თუ ვნახავდი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ამის დანახვაზე, რომ იტყვიან, პირკატა მეცა და ბუნებრივად გამიჩნდა შეკითხვა: რისთვის სჭირდებათ პოლიტიკურ გვამებს მათზე დიდი ხნის წინ გარდაცვლილი, მიხრწნილი და მილეული გვამი, რომელიც ასევე დიდი ხანია გამარგინალებულია? რაში შეიძლება გამოადგეთ „ვარდოსნებს" ეს ცოცხალ-მკვდარი? ამ ყველაფერს, ალბათ, ძალიან მარტივი ახსნა აქვს, - სააკაშვილის დანაშაულებრივ პარტიას წერეთელზე უკეთესი მხარდამჭერი არ ჰყავს. მასზე უკეთეს და უფრო მძიმეწონიან მოკავშირეს ვერ პოულობენ, ამიტომ ისღა დარჩენიათ, მუმიები ამოიღონ და პირში რუპორი ჩასთხარონ. ეგეც არ იყოს, ნათქვამია, ტოლი ტოლს ეძებსო და სააკაშვილის მსგავსად, წერეთელიც ზუსტად ის კაცია, რომელიც მზად არის, კეთილდღეობის გულისთვის უკანალი მისცეს. დიახ, სააკაშვილის მსგავსად, პრინციპები არც მას გააჩნია და საითაც ქარი დაუბერავს, ანუ საითაც მეტ სარგებელს ხედავს, უკანალსაც იქით ათამაშებს. აი, რა განცხადება გააკეთა მან იმ დღეს ამერიკის საელჩოსთან გამართულ აქციაზე: „მთელმა საქართველომ და მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მსგავსად, არის სწორედ თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის დევნილი და მებრძოლი პრეზიდენტი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მიხეილ სააკაშვილს ვეღარ მოკლავენ და ქვეყანა რომ დაიქცეს, ის აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში".


იმავე შეკრებაზე მან, ასევე, აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები პერმანენტულად გაიმართება და ეს ყველაფერი მანამ არ შეწყდება, სანამ ხელისუფლება „სიმართლისთვის დევნილ პრეზიდენტზე" ძებნას არ შეწყვეტს.


ბატონებო, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზემოაღნიშნული განცხადებიდანაც ნათლად ჩანს, რომ საქმე გვაქვს 30 ვერცხლზე გაყიდულ იუდასთან, გამცემთან და მიმცემთან, რომელიც თუ დასჭირდა, საკუთარ დედასაც თვალის დაუხამხამებლად გაჰყიდის. დიახ, კაცი, რომელიც პირსისხლიან სააკაშვილს მართლაც სიმართლისთვის დევნილ ზვიად გამსახურდიას ადრის და ამ ორმეტრიან კურდღელს უსირცხვილოდ ამკობს ეპითეტებით, გმირი, ღვაწლმოსილი, პატრიოტი, როგორც მინიმუმ სინდისნამუსისგან თავისუფალია. ასეთი კაცები კი საერთოდ არა იდეისთვის, არა პრინციპებისთვის, არამედ სტომაქისა და კეთილდღეობისთვის იბრძვიან. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი პოლიტიკურ პანელზე დგანან და მნიშვნელობა არ აქვს, ვის „მისცემენ", მთავარია, ვინ გადაუხდით და რამდენს. როგორც ჩანს, მარგინალ წერეთელსაც კარგად გადაუხადეს და ამიტომაა ეს ძაღლთაპირიც ასე გამწარებული, რომ გაჰკივის ქუჩა-ქუჩა, დაგვიბრუნეთ ჩვენი დევნილი ექსპრეზიდენტი, კაცი, რომელმაც ქვეყანა ჭეშმარიტ თავისუფლებას აზიარაო. ეტყობა, თვალმარგალიტით დაბრმავებული საერთოდ ვერ საზღვრავს, რამხელა სისულელესა და სიმყრალეს აფრქვევს, ან საზღვრავს, მაგრამ არ ადარდებს და არ ფიქრობს იმაზე, რომ ამით საზოგადოების თვალში კიდევ ერთხელ ითხრის საკუთარი ხელით სამარეს.


რაც შეეხებათ ამ პოლიტიკური პროსტიტუტის დამქირავებელ ნაციონალებს, ის ფაქტი, რომ მათ წერეთელზე უკეთესი მოკავშირე ვერ იპოვეს და სააკაშვილის პოლიტდევნილად გამოცხადებას სწორედ ამ იაფფასიანი პოლიტიკური პროსტიტუტის პირით ცდილობენ, უკვე ნიშნავს, რომ სააკაშვილსაც და მის ხროვასაც სერიოზული კრიზისი აქვს. ეს ნიშნავს, რომ მათ ამერიკის მხარდაჭერის გარდა არაფერი  გააჩნიათ და, ფაქტობრივად, პოლიტიკური ბანკროტები არიან. თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ წერეთლის მსგავსი მარგინალების ყიყინით ნაცხროვა კიდევ უფრო კოტრდება და ბანკროტდება. ანუ იმ მინიმალურ რეიტინგსაც კარგავს, რაც აქამდე ჰქონდათ. მოკლედ, ასეა თუ ისე, „ვარდოსნების გურუ" ერთ რამეს უნდა შეეგუოს, - ირაკლი წერეთლის სახით ერთი მეუკანალე კი არა, ასი და ათი ათასიც რომ გამოიყვანოს, ქართველ ხალხს მისკენ გული არ მოუბრუნდება. ქართველმა ხალხმა მისი დიდების მზე სამარადისოდ ჩაასვენა და რაც უნდა იკნავლოს ნაციუგენდმა, ექსპრეზიდენტს სიმართლისთვის დევნიანო, „ბელადს" სიცოცხლის ბოლომდე ამერიკელების ნიფხავში მოუწევს თვალების ფაფხური. აი, ეს უკვე მისი ბუნებრივი სივრცეა და იქ ნამდვილად არაფერი ემუქრება. სკიპტრასა და სავარძელზე კი შეუძლია უსასრულოდ იოცნებოს...

 

 

 

გიორგი ჯიქიაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016