reportiori.ge - „დინამო“ ტიტულის დასაცავად, ხოლო „სამტრედია“ ევროსაგზურისთვის იბრძოლებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:01
სპორტი
„დინამო“ ტიტულის დასაცავად, ხოლო „სამტრედია“ ევროსაგზურისთვის იბრძოლებს
26 მაისი, 2015. 18:02



დღეს, 26 მაისს, თბილისის დროით 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2014/2015 წლების გათამაშების ფინალური დაპირისპირება გაიმართება. თბილისის „დინამო" „სამტრედიას" შეერკინება. შეხვედრას გერმანელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქელებმა გასულ სეზონშიც მოიპოვეს დავით ყიფიანის თასი და დღეს მის დაცვას შეეცდებიან.


დიდი ალბათობით, შეტევებში დროს მეტწილად „დინამოელები" გაატარებენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „სამტრედია" საკუთარ კარსაც საკმაოდ კარგად იცავს და კონტრშეტევებზე დიდი ძალებით გადადის, რამაც შესაძლოა თბილისელებს სერიოზული პრობლემები შეუქმნას. დღევანდელ მატჩში ფავორიტებად, რა თქმა უნდა, ქართული ფეხბურთის ფლაგმანი - თბილისის „დინამო" მიიჩნევა.


გარდა ამისა, თბილისის „დინამომ" უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩემპიონობა დაკარგა და ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ  თუ დღეს არ გაიმარჯვებენ, მიმდინარე სეზონში ტიტულის გარეშე დარჩებიან. ერთი რამ კი ცხადია, „დინამოელებს" ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე ვიხილავთ.


შეგახსენებთ, რომ დედაქალაქელთა მთავარ მწვრთნელად გასულ კვირას გია გეგუჩაძე დაინიშნა. მისი დაქვემდებარების ქვეშ „დინამომ" უმაღლესი ლიგის ბოლო ტურში საკმაოდ უხერხული მეტოქის - საჩხერის „ჩიხურის" განადგურება (3:0) მოახერხა და საპრიზო პოზიციაც შეინარჩუნა. ახლა გეგუჩაძეს წინ საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო ამოცანა უდგას.


ტიტულის მოპოვების გარდა, ზაზა ზამთარაძის შეგირდები დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში, ევროსარბიელზე მონაწილეობის მიღების უფლებას მოიპოვებენ. შეგახსენებთ, რომ „სამტრედია" წელს უმაღლესი ლიგის დებიუტანტი გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა საოცრად ჩაატარა სეზონის პირველი ნაწილი, დასვნით ტურებში საგრძნობლად ჩამორჩა სატურნირო ცხრილის ზედა სამეულს და 45 ქულით მეექვსე ადგილს დასჯერდა. ერთის მხრივ, დებიუტანტი გუნდისთვის ეს კარგი შედეგი უნდა იყოს, თუმცა თუ ზამთარაძის ფეხბურთელები დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებას მოიპოვებენ, „სამტრედია" ისტორიაში ბრწყინვალე სეზონს ჩაიწერს.


შემადგენლობის მხრივ, „სამტრედიას" დღეს გიორგი თევზაძე და ილია კერძევაძე ვერ დაეხმარებიან, რომლებიც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდნენ. თბილისელთა რიგებში კი დისკვალიფიკაციის გამო შერგელაშვილი ვერ ითამაშებს, ტრავმის გამო კი - ნიკა ჭანტურია და ვაჟა ტაბატაძე. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რენე ფერეირას თამაშიც, რომელსაც ტრავმა აწუხებს.


გთავაზობთ დღევანდელი სეხვედრისთვის გუნდების სავარაუდო შემადგენლებებს:


„დინამო" (თბილისი): ჰრდლიჩკა, კაკაბაზე, გველესიანი, ფერეირა, თოთაძე, ცინცაძე, ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი, ჯიღაური, ჩირგაძე.


მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე


„სამტრედია" (სამტრედია): თევდორაძე, გრიგალაშვილი, კაკუბავა, ხიზანიშვილი, კვირკველია, ბეჭვაია, გორგიაშვილი, დოლიძე, გეწაძე, ბოლქვაძე, იაშვილი.


მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე


მსაჯები: მარკო ფრიტცი, კრისტიან დიცი, დომენიკ შაალი (გერმანია)




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016