„ფურია როხას" დამრიგებელმა ვისენტე დელ ბოსკემ ის 24-კაციანი სია ჩამოწერა, რომელიც 14 ივნისს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ბელარუსის წინააღმდეგ ითამაშებს. სიაში ვერ მოხვდნენ „მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველები: ანდერ ერერა და ხუან მატა, ასევე განაცხადს მიღმა დარჩა „ჩელსის" შემტევი დიეგო კოშტა.
ესპანელების 24-კაციანი სია კი ასე გამოიყურება:
მეკარეები: იკერ კასილიასი („რეალი"), დავიდ დე ხეა („მანჩესტერ იუნაიტედი"), სერხიო რიკო („სევილია");
მცველები: ხუანფრანი („ატლეტიკო"), კარვახალი („რეალი"), პიკე („ბარსელონა"), ბარტრა („ბარსელონა"), რამოსი („რეალი"), ხორდი ალბა („ბარსელონა"), ბერნატი („ბაიერნი"), სან ხოსე („ბილბაო");
ნახევარმცველები: ბუსკეტსი („ბარსელონა"), კოკე („ატლეტიკო"), სანტი კასორლა („არსენალი"), ინიესტა („ბარსელონა"), ფაბრეგასი („ჩელსი"), ისკო („რეალი"), ალექს ვიდალი („სევილია"), ვიტოლო („სევილია"), დავიდ სილვა („სიტი");
თავდამსხმელები: პედრო („ბარსელონა"), პაკო ალკასერი („ვალენსია"), ნოლიტო („სელტა"), ალვარო მორატა („იუვენტუსი").