reportiori.ge - ოლიმპიური ცეცხლი საქართველოშია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:20
სპორტი
ოლიმპიური ცეცხლი საქართველოშია
ავტორი:
26 მაისი, 2015. 20:36




ოლიმპიური თამაშების მთავარი სიმბოლო საქართველოშია.  გამოშვებას ვიწყებთ ბათუმით, სადაც ეს წუთია, ანთებული ჩირაღდანი საბერძნეთითან ჩამოიტანეს. აეროპორტის ტერიტორიაზე ოლიმპიური ცეცხლის დახვედრის საზეიმო ცერემონია იწყება, რომელშიც ათეულობით მეჩირაღდნე მიიღებს მონაწილეობას. ევროპის ახალგაზრდული ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალის, თბილისი 2015-ის სიმბოლოს ათენიდან ქართული დელეგაცია ჩამოჰყვა, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქში ცეცხლის ანთების ცერემონიას დაესწრო. საქართველოში ჩამოტანილ ჩირაღდანს მხატვრულ ტანვარჯიშში მსოფლიო ჩემპიონი რუსუდან სიხარულიძე მიიღებს. ბათუმის აეროპორტის შემდეგ სანახაობა უკვე პიაცაზე გაგრძელდება, სადაც ცეცხლს ვეტერანი ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე შეიტანს. ქართველი მომღერლების მონაწილეობით კონცერტი დაიწყება. ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში, რომელსაც საქართველო პირველად უმასპინძლებს, 49 ქვეყნის 4 000-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის მასპინძლობის უფლება ჩვენმა ქვეყანამ 5 წლის წინ, 2010 წლის 27 ნოემბერს ბელგრადში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ასამბლეაზე ხმათა უმრავლესობით მოიპოვა.


ახალგაზრდული ფესტივალი თბილისში 26 ივლისს იწყება. მანამდე, ათენიდან ჩამოტანილი ოლიმპიური ცეცხლი მთელ საქართველოს მოივლის. 14 ივლისს კი ჩირაღდანს დედაქალაქში შემოიტანენ. შესაბამისად ესტაფეტა უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში გაგრძელდება.




(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016