reportiori.ge - ფეხბურთი მთელ ევროპაში – უჩვენოდ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:44
სპორტი
ფეხბურთი მთელ ევროპაში – უჩვენოდ
25 ოქტომბერი, 2013. 14:58

24 ოქტომბერს ლამის მთელი ევროპა (საქართველოს გამოკლებით) ფეხბურთით სუნთქავდა. ევროპა ლიგის მე-3 ტურის მატჩები იმავე სცენარით წარიმართა, როგორც ჩემპიონთა ლიგა - „დიდებმა" დაჩაგრეს „პატარები". აქ საინტერესო შეხვედრებს უფრო ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ უნდა ველოდოთ.


A ჯგუფი

უელსურმა „სუონსიმ" მართალია რუსულ „ყუბანს ვერ მოუგო (1:1), 7 ქულით ლიდერობა მაინც შეინარჩუნა. „ვალენსიამ", სენტ გალენს" 5:1 სძლია და 6 ქულას მოუყარა თავი. მომდევნო ეტაპზეც, ალბათ, ამ ორ გუნდს ვიხილავთ.


B ჯგუფი

ევროპა ლიგის წლევანდელი აღმოჩენა უდავოდ ბულგარული „ლუდოგორეცია". აქამდე ყველასთვის უცნობმა გუნდმა ჯერ იყო და სტუმრად პსვ „წააქცია", ახლა ოდესაში „ჩერნომორეცსაც" ზლატინსკის გოლით სძლია და 9 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. ჰოლანდიურმა გრანდმა თავის მხრივ ზაგრებში ფრედ ითამაშა, თუმცა ეს ერით ქულაც ეყო, რომ მეორე ადგილი შეენარჩუნებინა.


C ჯგუფი

ამ ჯგუფში ოთხი საშუალო და თანაბარი ძალის კლუბი მოხვდა. ავსტრიული „ზალცბურგი" სხვებზე უკეთ გამოიყურება და ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს კიდეც. დანიური „ესბიერგი" სტუმრად ელფსბორგთან 2:1 მოგებით მეორეზე მყარად მოკალათდა.


D ჯგუფი

ყაზანის „რუბინი" პირველი ადგილის მოცილე „უიგანს" ესტუმრა და ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ 7 ქულით პირველი ადგილი შეინარჩუნა. ინგლისელები 5 ქულით მეორე ადგილზე არიან. მათ დავაში შესაძლოა „მარიბორი" ჩაერიოს, რომელმაც სტუმრად სძლია „ვარეგემს" და მომდევნო ტურში თავად უმაპინძლებს ბელგიელებს.


E ჯგუფი

ლიდერებმა ამ ჯგუფშიც გაიმყარეს პოზიციები. „დნიპრომ" პორტუგალიაში „პაკოშ ფერეირას" 2:0 მოუგო და 6 ქულას მოუყარა თავი. ჯაბა კანკავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს.

„ფიორენტინა" „პანდურს" მეორე შემადგენლობით დაუხვდა, თუმცა ესეც საკმარისი გამოდგა 3:0-ისთვის.


F ჯგუფი

ფრანკფურტის „აინტრახტმა" უპრობლემოდ აჯობა თელ-ავივის „მაკაბის" 2:0 და 9 ქულით ლიდერია. ისრაელებს 4 ქულა აქვთ, თუმცა ამ ტურში „გამოცოცხლებული" ფრანგული „ბორდო" („აპოელს" მოუგო 2:1) შესაძლოა მეორე ადგილის დაკავებაში შეეცილოს.


G ჯგუფი

„გენკი" შინ „რაპიდს" დაუზავდა 1:1 და საქმე გაირთულა, რადგან კიევის „დინამომ" „თუნთან" 3:0 გამარჯვებით 4 ქულას მოუყარა თავი და მომდევნო ტურში შეეცდება კიდევ უფრო მიუახლოვდეს ლიდერს. ოლეგ ბლოხინის შეგირდები სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ და სავარაუდოდ ჯგუფიდანაც უნდა გავიდნენ.


H ჯგუფი

„სევილიამ" ძლივს გამოასწრო მოედნიდან „ლიბერეცს", რომელიც შეხვედრის მიწურულს მსაჯმა არ დაინდო, მეკარე კოვარი გაუძევა და ესპანელებმაც ამის შემდეგ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება.

გერმანიის ჩემპიონატში წელს გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატი „ფრაიბურგი", ევროპის  ლიგაზეც უნიათოდ ირჯება. შინ „ეშტორილს" გოლი კი გაუტანა, მაგრამ თავადაც გაუშვა და სავარაუდოდ ჯგუფიდან გასვლაც ოცნებად დარჩება.


I ჯგუფი

როგორც იქნა მოიგო „ლიონმა". ორიოდე წლის წინ ევროგრანდების გვერდით მოტრიალე გუნდს ახლა ცუდი დროება უდგას, ქვეყნის ჩემპიონატში მაჩანჩალათა რიგებშია, მაგრამ იმდენი ძალა კი შემორჩენია „რიეკას" დონის გუნდთან მოსაგებადრომ ეყოფოდა.

„ბეტისმა" რის ვაი-ვაგლახით მოუგო „გიმარეშს" და ახლა „ლიონთან" ერთად 5 ქულით ლიდერობს ჯგუფს.


J ჯგუფი

„ტრაბზონში" კიდევ ერთხელ შერცხვა ლადო დვალიშვილის „ლეგია" - უსახური თამაში და 0:2. სხვათა შორის პოლონელებს არც ქულა აუღიათ და ვერც გოლი გაუტანიათ.

7-ქულიან თურქებს კვალში მიყვება „ლაციო", რომელმაც მორიგი ფრე ითამაშა „აპოლონთან".


K ჯგუფი

მეორე შემადგენლობით მოთამაშე „ტოტენჰემმა" „შერიფს" ორი გოლი გაუტანა და 9 ქულით ლიდერია. მოლდოველებმა იმდენი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, სამ თამაშს ეყოფოდა მაგრამ...

ვარსკვლავებისგან დაცლილმა „ანჟიმ" მაინც მოახერხა ნორვეგიული „ტრამსოს" ძლევა (1:0) და 4 ქულით მეორე ადგილზეა.


L ჯგუფი

საოცარი შეხვედრა გაიმართა სალონიკში. „პაოკი" 21 წუთზე 0:2 აგებდა ჰაიფას „მაკაბისთან", ორი პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მაინც მოახერხა სამი გოლის გატანა. ყაზახეთში „შახტიორმა" მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ჰოლანდიურ „ალკმაარს" და საპატიო ფრეც დაიმსახურა. როგორც მოსალოდნელი იყო ჯგუფში „პაოკი" და „ალკმაარი" ლიდერობენ.


P. S.  გუშინ მთელი ევროპა ფეხბურთს თამაშობდა, მთელი ევროპა - ჩვენს გარდა!


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016