reportiori.ge - დაბრუნებაც ასეთი უნდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:00
სპორტი
დაბრუნებაც ასეთი უნდა!
27 მაისი, 2015. 11:22


გუშინ „მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე, საქართველოს თასის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს - თბილისის „დინამო" და „სამტრედია" დაუპირისპირდა.

 

„დინამოს" ამჟამინდელ დამრიგებელს - გია გეგუჩაძეს ამავე კლუბის დამრიგებლის რანგში საქართველოს თასი ბოლოს 11 წლის წინ მოეგო, მაშინ თბილისელებმა ქუთაისის „ტორპედოს" 2:1 სძლიეს.

 

„დინამოში" დაბრუნება გეგუჩაძესთვის ნამდვილად იღბლიანი გამოდგა. მან ჯერ ჩემპიონატის პირველ მატჩში უხელმძღვანელა გუნდს, ხოლო მეორედ უკვე თასის ფინალი მოუწია. ჩემპიონატში მესამე ადგილზე გასული თბილისელები წელს უტიტულოდ არ დარჩნენ და ისტორის განმავლობაში მე-12 მოიგეს საქართველოს თასი, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში ზედიზედ მესამედ.


ეხლა რაც შეეხება შეხვედრას, ფინალი ისეთი სცენარით წარიმართა და ისე მორჩა, ალბათ ბევრი ამას ვერ წარმოიდგენდა. „დინამომ" 5 უპასუხო ბურთი გაუტანა „სამტრედიას" და ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე დაესაკუთრნენ ქვეყნის თასს.


გადამწყვეტი შეხვედრა სამტრედიამ აქტიურად დაიწყო და მატჩის დებიუტში ლიბორ ჰრდლიჩკამ რევაზ გეწაძის საკმაოდ რთული დარტყმა მოიგერია. ამის შემდეგ „დინამომ" გამოასწორა თამაში და მე- 15 წუთზე გიორგი ჯანელიძის კარგი თამაშის და ზუსტი გადაცემის შემდეგ გიორგი პაპუნაშვილმა თავური დარტყმით „სამტრედიას" კარის შორეული კუთხე დალაშქრა - 1:0.


გატანილი გოლის შემდეგ შეხვედრის ტემპი ოდნავ შემცირდა. 34- ე წუთზე მანუელს მართებდა გოლის გატანა, მაგრამ რევაზ თევდორაძეს ვერ აჯობა. პირველ ნახევარში მეტი სახიფათო მომენტი აღარ ყოფილა და ტაიმი დინამომ 1:0 მოიგო.


მეორე ტაიმი „დინამომ" აქტიურად დაიწყო და ორი გოლიც გაიტანა, თუმცა მანამდე ლიბორ ჰრდლიჩკამ გადაარჩინა თბილისელთა კარი. 49- ე წუთზე მანუელმა 2:0 გახადა ანგარიში, სამ წუთში კი გიორგი პაპუნაშვილმა შორეული და ზუსტი დარტყმით დუბლი შეასრულა 3:0. შეხვედრის 68- ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა ითამაშა კარგად შეტევის მარცხენა ფრთაზე, ბურთი გადააწოდა მანუელს და ესპანელმაც ძლიერი დარტყმით დუბლი გაიფორმა - 4:0. 87- ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა დავით ვოლკოვმა საფინალო ანგარიში- 5:0 დააფიქსირა. ამრიგად „დინამო" თბილისმა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი მე- 12 მოიპოვა.


მატჩის დასრულების შემდეგ გამარჯვებული გუნდის მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენცია გამართა და მატჩის შემდგომი კომენტარი გააკეთა:


"პირველ ყოვლისა ვიტყოდი, რომ არადამახასიათებელი ფინალი იყო. ვფიქრობ, მესამე გოლმა თამაშზე გადამწყვეტი როლი ითამაშა. "სამტრედია" საკმაოდ გამოცდილი და კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, თუმცა დღეს იღბალი აშკარად ჩვენს მხარეს იყო. ამის მიუხედავად არ მინდა ჩემს ფეხბურთელებს გარჯა და კარგი თამაში დავუკარგო. პირადად ჩემთვის თასის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ, რომ ისეთი კაცის სახელს ატარებს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, არამარტო მე, არამედ მთელი საქართველო". - აცხადებს გეგუჩაძე.



„დინამო": ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, გველესიანი, რენე, თოთაძე, ცინცაძე, კიტეიშვილი (პარუნაშვილი 74), ჯანელიძე, პაპუნაშვილი, ჭანტურიშვილი (ვოლკოვი 84), მანუელი (ლობჟანიძე 69)


„სამტრედია": თევდორაძე, თედ. გრიგალაშვილი (ბეჭვაია 46),ნ ხიზანიშვილი, კვირკველია, კაკუბავა, დოლიძე, იაშვილი, დათუნაიშვილი (გორგიაშვილი 57), შარიქაძე, გეწაძე (კაპანაძე 65), გაბედავა


გოლი: 1:0 პაპუნაშვილი 15,  2:0 მანუელი 49,  3:0 პაპუნაშვილი 52,  4:0 მანუელი 68,  5:0 ვოლკოვი 87


გაფრთხილება: კაკაბაძე 12,  დათუნაიშვილი 36,  კვირკველია 64,   კაკუბავა 74,  ვოლკოვი 85


მსაჯი: მარკო ფრიცი



 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016