The New York Times-ის ცნობით, ფიფას 10-ზე მეტი ოფიციალურ პირს ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში ბრალი წაუყენა. დაკავება 26 მაისს ციურიხში განხორციელდა.
CNN-ის ინფორმაციით, აღნიშნული დაკავებები, FBI-ის სამწლიანი მუშაობის შედეგია. საუბარია ფიფას მაშტაბურ კორუფციაზე, რომელიც 20 წლის განმავლობაში ჩემპიონატების განცხადებების მიღებაზე ხდებოდა. საუბარია რუსეთის 2018 და ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე, ასევე სხვა მარკეტინგულ გარიგებებზე. ბრალდება ასევე ითვალისწინებს ფულის გათეთრებას, რეკეტს და სხვა თაღლითობებს.
დაკავებულთა შორისაა ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტები - ჯეფრი უები და ეუხენიო ფიგერედო.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არ არის ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი.
დამატებითი ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი..