21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ხვალიდან საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ჩვენები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩისთვის თბილისში მოემზადებიან. ალექსანდრე ჩივაძე ფეხბურთელებს სავარჯიშოდ, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" შეკრებს.
ამ ეტაპზე, შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები არიან გამოძახებულები:
მეკარეები: ბექა ქურდაძე („საბურთალო"), ბაჩო მიქავა („ლოკომოტივი", თბილისი), რომან ტაკიძე („მაჭახელა", ხელვაჩაური)
მცველები: დათო უბილავა, ნიკა სანდოხაძე (ორივე „ლოკომოტივი", თბილისი), ავთო ენდელაძე („ზუგდიდი"), ლაშა დვალი („ქასიმფაშა", თურქეთი), ოთარ კაკაბაძე („დინამო" თბილისი), დაჩი ცნობილაძე, ალექსანდრე გურეშიძე (ორივე „სიონი", ბოლნისი), გიორგი გადრანი („ჩერნომორეცი", უკრაინა)
ნახევარმცველები: ლუკა კიკაბიძე („ბასტია", საფრანგეთი), გიორგი ერისთავი („დილა", გორი), ლევან შენგელია („კოლხეთი", ფოთი), მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი (ყველა „დინამო" თბილისი), ირაკლი გოგინაშვილი („საქსან ლუნგა", მოლდოვა)
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა, ბაჩანა არაბული (ორივე „ცხინვალი"), დათო დარციმელია („სპარტაკუსი", უნგრეთი), მამია გავაშელიშვილი („ლოკომოტივი", თბილისი)
21-წლამდელები სან-მარინოში 18 კაცით 1 ივნისს გაემგზავრებიან, ხოლო 3 ივნისს სან-მარიონელ თანატოლებთან გამართავენ შეხვედრას.