reportiori.ge - ვახტანგ ჭარაია: ეროვნული ბანკი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:50
ეკონომიკა
ვახტანგ ჭარაია: ეროვნული ბანკი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს!
ავტორი:
27 მაისი, 2015. 17:11


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრში მიიჩნევენ, რომ  შექმნილ ვითარებაში ეროვნული ბანკის მფლობელობიდან საბანკო ზედამხედველობის ინსტრუმენტის გამოტანა და მისი პარლამენტისთვის გადაცემა მიზანშეწონილია.


სწორედ ამიტომ, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითხოვს.


როგორც თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი აცხადებს, საბანკო სექტორს მონიტორინგი პარლამენტმა უნდა გაუწიოს.


ჩვენი აზრით, საბანკო ზედამხედველობის ინსტრუმენტის გამოტანა ეროვნული ბანკის მფლობელობიდან და მისი გადაცემა პარლამენტისთვის შექმნილ ვითარებაში მიზანშეწონილია, რადგან ეროვნული ბანკი ვერ ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ამ შემთხვევაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას და ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნებას", - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.


ამასთან, როგორც თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე აცხადებს, ეროვნული ბანკი ვერ ახორციელებს მასზე დაკისრერბულ მოვალეობას.


ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ეროვნული ბანკიდან, პრაქტიკულად შეუძლებელია ინფორმაციის მიღება, ეს ეხება როგორც საბანკო ზედამხედველობის საკითხს, ასევე, ეხება ლარის გაუფასურების საკითხს. დღემდე პასუხგაუცემელია ის კითხვები, თუ რამ გამოიწვია და რა განაპირობებს დღემდე ასეთ რყევით გაუფასურებას",-განაცხადა ანგურიძემ.


შეგახსენებთ, რომ  ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი, შესაძლოა, დამოუკიდებელ იურიდიულ პირად ჩამოყალიბდეს. ინიციატივა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ მეჭიაურს ეკუთვნის. საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მზადაა. მეჭიაურის თქმით, ახალი სამსახურის 6 წევრს პარლამენტი შეარჩევს, მეშვიდე კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება. დეპუტატის თქმით, ცვლილების მიზანი ეროვნული ბანკის დეპოლიტიზებაა, რადგან ახლა ბანკს ყოფილი ხელისუფლების პროკურორები მართავენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016