reportiori.ge - გურამ შარაძის გახსენება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 21:10
პრეს-დაიჯესტი
გურამ შარაძის გახსენება
ავტორი:
27 მაისი, 2015. 17:24


ბატონო გურამ, 8 წელი გავიდა, რაც არ გვესმის თქვენი ომახიანი ხმა, 8 წელია, თქვენეული სიდინჯით არ მიუყვებით ჭავჭავაძის გამზირს განუყრელი ჩანთით, დაუღალავო ამაგდარო. თქვენ ხომ ერს უცოცხლებდით ილიას, აკაკის, ვაჟას, სამშობლოზე უზადოდ შეყვარებულ სახელოვან მამულიშვილთა სახეებს. ახსენებდით, რანი ვიყავით, რანი ვართ და საით მივექანებით, დიდი ილია ბრძანებდა: როცა ერი თავის ისტორიას ივიწყებს, მაშინ იწყება მისი გადაგვარებაო... სწორედ აწმყო და მომავალი გაღელვებდათ, ცდილობდით, თვალი აგეხილათ უღირს ქართველთათვის, რომელთაც სამშობლოს ბედი საერთოდ არ აწუხებდათ, მხოლოდ პირადული ინტერესებით შემოიფარგლებოდნენ. გაშფოთებდათ, რომ ჩვენი სამშობლო თანდათან იყიდებოდა, ზნეობრივად იძირებოდა, ყოველ ხერხს მიმართავდნენ, ქართველის სულში ჩაეკლათ მართლმადიდებლური ღირებულებები, რის გამოც თქვენ შეუპოვრად ებრძოდით ანტიქრისტიანულ ბნელ ძალებს, შინაურ თუ გარეულ მტრებს. თქვენი გამჭრიახი გონება ჭვრეტდა საბედისწერო მომავალს, სწორედ იმას, რომელ უზნეობის მორევშიც ვტრიალებთ დღეს. სწორედ თქვენში ხედავდნენ შინაური თუ გარეული მტრები რეალურ წინააღმდეგობას, რამეთუ გრძნობდნენ, რომ მათთან არანაირ კომპრომისზე არ წახვიდოდით. საქართველოს დაუძინებელი მტრები ხედავდნენ, რომ გურამ შარაძე მათ არაფერს დაუთმობდა, შეუპოვრად იბრძოლებდით ერის ტრადიციების, სარწმუნოების დასაცავად. გურამ შარაძე შიშის ზარს სცემდა მათ. როგორც დიდ ილიას, ასევე თქვენs ცხოვრებას ლაიტმოტივად გასდევდა ენა, მამული, სარწმუნოება. სწორედ ამიტომ დასავლეთის ყურმოჭრილმა მონამ სააკაშვილმა თავის ბანდასთან ერთად საგულდაგულოდ დაგეგმეს თქვენი ფიზიკური განადგურება. სამწუხაროდ, ეს მათ შეძლეს. იმ საბედისწერო დღეს დღისით, მზისით, ქალაქის გულში სიცოცხლეს გამოგასალმეს ისე მუხანათურად, როგორც ილია ჭავჭავაძე, მოწამებრივი აღსასრულით ადგილი დაიკავეთ იმ თავდადებულ მამულიშვილთა შორის, რომელთაც სიცოცხლე მიიტანეს ერის ინტერესების, სარწმუნოების სამსხვერპლოზე, რომელთაც საკუთარი სისხლით წერეს ღვთივრჩეული, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის ისტორია. თქვენი ღვაწლით და თავდადებით XXI საუკუნის მოწამე გახდით. დარწმუნებული ვართ, მანდ, ზეციურ სასუფეველში შფოთავს თქვენი სული.


ქალბატონი სვეტლანა შემოგიერთდათ, შეგროვდით ოჯახი სახელოვან შვილებთან ერთად. სიცოცხლე გრძელდება. ბატონო გურამ, თქვენ გყავთ სახელოვანი შვილი რუსუდანი, ახლობლები. რუსუდანი ყოველთვის ცდილობს, წარმოაჩინოს ქართველი ერის წინაშე ბინძური მკვლელის სახე, რომელმაც მუხანათურად ხელი აღმართა თქვენზე.


ჩვენ არაფერი დაგვიწერია, რაც უცნობია ქართველი ერისთვის, ჩვენ ვახსენებთ საქართველოს მოღალატეებს, რომ ჩვენს ქვეყანას ისინი ვერ დააჩოქებენ, ვერ მოსპობენ ერის ღირებულებებს, ვერ აღმოფხვრიან ჭეშმარიტ რწმენას.


ვახსენებთ, რომ ქართველი ერის საღ ნაწილს უყვარს გურამ შარაძე, პატივს მიაგებს მის ღვაწლს, უკიდეგანო შრომას, დამსახურებას ერისა და სარწმუნოების წინაშე. იცოდნენ, რომ ისე, როგორც დიდი ილიას და უამრავ სახელოვან მამულიშვილთა სახელები წარუშლელია, ასევე გურამ შარაძის სახელი ღრმად არის ამოტვიფრული ზეციური სასუფევლის წიაღში და არასოდეს წარიხოცება ქართველთა ცნობიერებაში.


ბატონო გურამ, გპირდებით, მიუხედავად მოღალატეთა დიდი მცდელობისა, დღესაც არის საქართველოში ის ძალა, ღმერთის შემწეობით, რომელიც თავდადებით იბრძვის წინაპართა მონაპოვრის დაცვისთვის.


გვწამს, თქვენ მანდედან ილოცებთ, ჩვენ კი აქ ღირსეულნი ვიქნებით სამშობლოს ინტერესებისთვის შეწირულთან, თქვენი ხსოვნის წინაშე.


თბილი მონატრებით,

გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი მამა ბასილი (მკალავიშვილი), მამა ვახტანგი (მარგიანი), მრავალრიცხოვანი მრევლი




გაზეთი „საერთო გაზეთი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016