აქვს ქართველს უფლება ევროპის მომავლის შესახებ ისაუბროს?ალბათ არა. თუმცაღა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ქვეყანას, რომელმაც მარშალის მხარდაჭერის გეგმისა და პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კავშირების მეშვეობით მნიშვნელოვანწილად მოახდინა ევროპული ინტეგრაციის პროექტის სტიმულირება , თავისი სიტყვა ეთქმის ევროპაში, და ეს ფაქტია, აშშ-ს ტრადიციული როლის - გლობალური უსაფრთხოების გარანტორის, აღნიშვნის გარეშეც კი. გასათვალისწინებელია 26 წლის წინ, ბერლინში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის სიტყვები „ერთიანი და თავისუფალი ევროპის" შესახებ. მოცემულ მომენტში, ეს ხედვა რუსეთსაც შეეხებოდა. ზოგიერთი ჩვენგანისთვის, ეს კვლავაც ასეა, ან ასე უნდა იყოს. სხვა თუ არაფერი, „ევროპა ატლანტიკიდან ურალამდე" სწორედ დე გოლის ხედვას წარმოადგენდა.
ეს, რა თქმა უნდა, არ არის ვლადიმერ პუტინის ხედვა. რუსეთის ინტერესის საგანს არ წარმოადგენს ისეთი გაერთიანება, სადაც მას ლიდერის პოზიცია არ ექნება. დაწყებული 1989 წლიდან, ყოფილმა საბჭოთა სივრცემ, კავკასიიდან კიევამდე ვერ შეძლო სოლიდური რეგიონული იდენტურობის მოპოვება: შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (ბისეკი), დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია (სუამი), აღმოსავლეთ პარტნიორობა და ევრაზიული კავშირი, იმ ორგანიზაციებიდან და შეთანხმებებიდან მხოლოდ რამდენიმეა, რომლებიც გათვლილია რეგიონის „მოსახლეობის" გულისა და გონების „მოსაპოვებლად.". ამის პარალელურად, ევრაზიული კავშირის წარმოქმნამ და საქართველოსა და უკრაინის მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების გაფორმებამ რუსეთის იმპერიალიზმის ცეცხლის ალი გააღვივა, რისი მოლოდინიც არსებობდა კიდეც.
ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის დროს, აშშ-ს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბზეჟინსკიმ, იცოდა, რომ რუსეთის იმპერიული იდენტურობის შექმნისა თუ რღვევის გასაღებს უკრაინა წარმოადგენდა. მან ეს ოცზე მეტი წლის წინ განაცხადა. დიახ, მხოლოდ რუსეთი არ წარმოადგენს „მტერს". მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან ხუთი წლის შემდეგ, ევრო-სკეპტიციზმი ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად ყალიბდება. 2008 წელს, „ლემან ბრაზერს"-ის ფინანსური ჰოლდინგის გაკოტრების შედეგად, გარდაუვალიკეთილდღეობის რწმენის დაკარგვის შემდეგ, პრო-დასავლურად განწყობილი ძალები, უკვე აცნობიერებენ, რომ აღარც მშვიდობა არის გარანტირებული მოცემულობა.
საქართველო - ქვეყანა, რომელსაც ყველაზე უკეთესად ვიცნობ, ორი საუკუნის მანძილზე გამოსცადა ყველაფერი „მშვიდობისა და სტაბილურობის" გარდა, და ამიტომაც არ მიიჩნევს, რომ მისთვის თავისათავად გარანტირებულია ეს საყოველთაო კეთილდღეობა. მას სურს, რომ ევროპამ, საბოლოო ჯამში, მოახდინოს რუსეთის მის სისტემაში ინტეგრირება.
საქართველო დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პროცესს თავის საბოლოო დანიშნულებად მიიჩნევს. იმ დროისთვის, როცა მზად ვიქნებით ევროკავშირსა და ნატო-ში გასაწევრიანებლად, ჩვენ პოლიტიკური სისტემის, სახელმწიფოსა და საზოგადოების ტრანსფორმაციას განვახორციელებთ. ეს არა მხოლოდ „თაფლაკვერების" ჩამორიგებისა და „ჯოხის" გამოყენების პროცესია, არამედ მყარი დემოკრატიის, ჩამოყალიბებული ინსტიტუციებისა და კანონის უზენასობის მქონე სახელმწიფოსკენ სწრაფვაა. აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისგან ჩვენი მოქალაქეები ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებების გაფორმებას მოელიან, არა მხოლოდ როგორც „თაფლაკვერის" მიღებას, არამედ უფრო მეტად, როგორც ევროპაში ევროპელებად ცხოვრების ოცნების განხორციელებას, რადგანაც ჩვენთვის ვიზალიბერალიზაცია არაა მხოლოდ „ტექნიკური დახმარება" ან „პოლიტიკური მოსაზრებები და მიზანშეწონილობა".ქართველთა თაობებმა ამ მიზნისთვის სიცოცხლე გასწირეს, ტერიტორიებიც დავკარგეთ ჩვენი ევროპული პრინციპებისა და ფასეულობებისადმი ერთგულების გამო.
ევროპასთან შეერთებას ალტერნატივა არ აქვს. არსებობს „ახლო საზღვარგარეთი", მაგრამ არა რუსული „სამეზობლო პოლიტიკა". საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის „რუსული ნორმიდან" ნებისმიერი გადახვევა ეკონომიკური, ენერგეტიკული, სავაჭრო და სამხედრო ბერკეტების ამუშავებას იწვევს. კავკასიიდან ჩასულ მიგრანტებს მოსკოვში დევნიან, შეწყვეტილია ენერგო რესურსების მოწოდება, იკრძალება ბაზარზე დაშვება. „ცივი ომის" პერიოდისგან განსხვავებით, დღესდღეობით არ არსებობს ალტერნატიული მსოფლმხედველობები. ევროპა გვთავაზობს მეტს მეტის სანაცვლოდ; რუსეთი რეაგირებს „მეტად ან ნაკლებად". 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, ეს იყო რეაქცია, ჩვენს მიერ ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაცხადებული ამბიციის საწინააღმდეგოდ. 2014-2015 წწ. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებთან გაფორმებული ანექსიური ხელშეკრულებები საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების გამოძახილს წარმოადგენს. რუსეთი ალტერნატივების შეთავაზების გარეშე რეაგირებს.
65 წლის ისტორიის მქონე ევროატლანტიკურმა ალიანსმა საკუთარი მიღწევების ფასი უნდა გააცნობიეროს. თანამედროვე ევროპელი ლიდერებისაგან განსხვავებით, ევროინტეგრაციის პიონერები, რიხარდ ნიკოლაუს კუდენჰოვ-კალერგი და რობერტ შუმანი, ქართველების მსგავსად, ომის პერიოდში ცხოვრობდნენ. იმ ევროპელის პერსპექტივიდან გამომდინარე, რომელიც არასოდეს ყოფილა „ევროპის ნაწილი", წითელი ხაზები არ წარმოადგენს განაცხადს რუსეთის წინააღმდეგ; ეს არის განაცხადი ჩვენი, როგორც საზოგადოების, როგორც ქვეყნის მხრიდან. და მე, როგორც ქართველს, ამაზე სრული უფლება მაქვს.
თედო ჯაფარიძე
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
http://www.the-american-interest.com/2015/05/15/georgias-european-dream/