reportiori.ge - ზაზა აბაშიძე: მე არავითარ კავშირში არ ვარ ბუბას წასვლასთან...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 09:46
კულტურა
ზაზა აბაშიძე: მე არავითარ კავშირში არ ვარ ბუბას წასვლასთან...
ავტორი:
28 მაისი, 2015. 13:04


„არ ვიცი, ეს ყველაფერი საიდან დაიწყო და რა გახდა ბუბასა და სამინისტროს შორის კონფლიქტის მიზეზი, მაგრამ ვიცი, ეს არ უნდა განმეორდეს და ქვეყნის უმთავრეს სამეცნიერო დაწესებულებას ასეთი სასაცილო ხელფასები არ უნდა ჰქონდეს. ამაზე უნდა ვიზრუნოთ",-აცხადებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, „საერთო გაზეთთან" ინტერვიუში.


როცა მინისტრს და მინისტრის მოადგილეს შევხვდი, პირველ რიგში, ამაზე ვისაუბრეთ და მითხრეს, რომ მთავრობა მიიღებს ყველა ზომას, რომ აუცილებლად გაიზარდოს ბიუჯეტი და მათ შორის, სახელფასო ფონდიც, მე ფინანსისტი არა ვარ, მაგრამ იქ ფინანსისტებთან და აუდიტის წარმომადგენლებთან ერთად მივალ, რომ საქმის კურსში ვიყო, რა არის და როგორ არის. რომ მერე ფინანსთა სამინისტროს ჩემი ხედვა უნდა წარვუდგინო.

 

 

მე უკვე ვიყავი ინსტიტუტში და თანამშრომლების დაახლოებით 70%- შევხვდი. ამ ადამიანებს ავუხსენი, რომ მე არავითარ კავშირში არა ვარ ბუბას იქიდან წასვლასთან, არც იმ კონფლიქტთან, რომელიც იქ იყო. მეგარედან" მოსული პიროვნება ვარ და ამდენად, ეს ჩემთვის მართლა უცნობია. მართალი გითხრათ, არც მინდა, ამ კონფლიქტის სიღრმეებში შევიდე და ვიღაცის მხარე დავიჭირო ან არა", - აცხადებს ზაზა აბაშიძე.







(მოამზადა ნინო ჯიბუტმა)

წყარო: „საერთო გაზეთი"



 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016