reportiori.ge - ალექსანდრე შალამბერიძე: ჩემს ორ ახლობელს ტროტუარზე მანქანა დაეჯახა, ორივეგან „სითი პარკს“ პარკირება ჰქონდა მოწყობილი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 21:09
პრეს-დაიჯესტი
ალექსანდრე შალამბერიძე: ჩემს ორ ახლობელს ტროტუარზე მანქანა დაეჯახა, ორივეგან „სითი პარკს“ პარკირება ჰქონდა მოწყობილი!
ავტორი:
28 მაისი, 2015. 13:56


„ალია" ორი კვირის წინ წერდა, რომ საინიციატივო ჯგუფი - პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერები და იურისტი ავთანდილ კახნიაშვილი „სითი პარკთან" ბძროლის ახალ, სამართლებრივ მეთოდებზე გადავიდნენ. კერძოდ, მათ „ალიას" მეშვეობით გამოაქვეყნეს ტელეფონის ნომრები (593 505 444; 599 200 334), სადაც ამ კომპანიისგან უსამართლოდ დაჯარიმებულ მოქალაქეებს უნდა დაერეკათ და შემდეგ, ამ ჯარიმების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებდნენ.


რამდენად გაამართლა „სითი პარკის" წინააღმდეგ ბრვოლის ამ მეთოდმა

 

„ალიას" „თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო შალამბერიძე ესაუბრა:


- ბატონო ალეკო, რამდენი ადამიანი მოვიდა თქვენთან ჯარიმების სასამართლოში გასაჩივრების თხოვნით?

 

- ჯერჯერობით, ოთხმა ადამიანმა მოგვაკითხა, ზოგს გადახდილი აქვს ჯარიმა და ზოგს - არა. ვისაც ჯერ არ გადაუხია, ადმინისტრაციული წესით, 10 დღის ვადაში გავასაჩივრებთ და იმედია, მოვიგებთ ამ სასამართლო დავებს. თუმცა, ვისაც გადახდილი აქვს ეს ჯარიმა, ან გასაჩივრების 10-დღიანი ვადაა გასული, ამ კატეგორიის ადამიანებს სასამართლოში სარჩელის შესატანად, 100-ლარიანი სასამართლო ბაჟის გადახდა მოუწევთ. ეს ხალხი ჯერ ფიქრობს, გადაიხადოს თუ არა ეს 100 ლარი.


- ეშინიათ, სასამართლო დავა არ წააგონ და ეს 100 ლარიც არ დაკარგონ?

 

- კი, ასე ფიქრობენ. ჩემი ვარაუდით, არ წააგებენ სასამართლოს, რადგან მართლები არიან, ჯარიმები უკანონოა, მაგრამ მაინც თავიანთი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცნენ.


- თქვენ იმედი გქონდათ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც სასამართლო ბაჟის გადახდის საშუალება არ ექნებოდათ, „სითი პარკისგან" გაწამებული შეძლებული ავტომფლობელები გადაუხდიდნენ ამ თანხას და საერთოდ, თქვენს ამ აქციას დააფინანსებდნენ. მგონი, იმედი გაგიცრუვდათ.

 

- სამწუხაროდ, ასეა. „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო", ასე მოხდა ზუსტად. შეძლებული ავტომფლობელები არანაირ სურვილს არ გამოთქვამენ, რომ სასამართლო ბაჟი გადაიხადონ, „სითი პარკს" მოვუგოთ დავა და ამას სისტემატური ხასიათი მიეცეს, ამ კომპანიის ჯარიმები არავინ გადაიხადოს, რაც მას ფინანსურ შემოსავალს შეუწყვეტს და თბილისში დარჩენის სურვილიც გაუქრება.ეტყობა, ბევრმა ვერ გაიგო, ჩვენი საბოლოო მიზანი.


- მგონი, სულ ტყუილად ვიშლით ნერვებს, ტყუილად ვიბრძვით „სითი პარკის" წინააღმდეგ. ხალხი ეტყობა, მიეჩვია ამ უსამართლო ჯარიმების გადახდას და ამის გამო დისკომფორტს აღარ გრძნობს.

 

- მოდი, მასე ნუ იტყვით...


- აბა, სხვანაირად როგორ ვთქვა, როცა გვერდში მდგომი არ გამოგიჩნდათ?

 

- არა, ჩვენს ხალხს სოლიდაროის განცდა აკლია, არა და, საერთო ჭირს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ. ყაჩაღებსა და ბანდიტებს რომ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ, ეს საერთო საქმეა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ცოტას ესმის. იმედს მაინც არ ვკარგავ, რომ ე.წ. შეძლებული ავტომფლობელები შემოგვიერთდებიან და დააფინანსებენ სასამართლოში ბაჟის გადახდას. ადრე მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა მოგებული სასამართლო დავა „სითი პარკისთვის", ახლა კი პერსპექტივა გაჩნდა, რომ ამან შეუქცევადი ხასიათი მიიღოს. ეს „ალიას" დიდი დამსახურებაა, რომელიც უკვე ამდენი ხანია ებრძვის ამ სულთამხუთავს და ჩვენც გვერდით დაგვიდგა, როცა ჩვენი ახალი ინიციატივა გაჟღერდა. სწორედ „ალიაში" ჩვენი ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრების გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა ეს ხალხი და შესაძლებლობა მოგვეცა, სასამართლოს მივმართოთ.


ამ ე.წ. შეძლებული ავტომფლობელების იმედად რომ აღარ ვიყოთ და ჯარიმები 10 დღის ვადაში, სასამართლო ბაჟის გარეშე გავასაჩივროთ, საამისოდ 28 მაისს, 12 საათზე კიდევ ერთ აქციას ვგეგმავთ. აქცია გაიმართება კინოსტუდიასთან, „სითი პარკის" ერთ-ერთ საჯარიმო ავტოსადგომზე. ჩვენი წარმომადგენლები დაელოდებიან იმ ადამიანებს, ვისი ავტომობილებიც ამ ავტოსადგომზეა გადმოყვანილი და ვინც მათ წასაყვანად მოვა. ამ ხალხს ჯარიმა კი უკვე გადახდილი ექნება, მაგრამ ჯარიმის გადახდიდან 10 დღე არ არის გასული. ჩვენ ამ ადამიანებს ადგილზე მოვემსახურებით, შევთავაზებთ იურიდიულ მომსახურებას, გაასაჩივრონ ბაჟის გადახდის გარეშე ეს ჯარიმები და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ;


წესით, უარი არავინ არ უნდა თქვას, ასევე, ვისაც „სითი პარკმა" 70-ლარიანი ჯარიმები ახლახან გამოუწერა, ჯერ არ გადაუხდია, მათი ავტომობილები ავსტოსადგომზეა გადაყვანილი და ჯერ არ წაუყვანიათ, ყველა იმ ავტომფლობელსაც ვიწვევ ამ აქციაზე, მოიტანონ ეს საჯარიმო ქვითრები და მათაც გავასაჩივრებთ. ეს იქნება ერთგვარი ტესტი და ვნახოთ, თუ ამ მეთოდმა გაამართლა, ჩვენი წარმომადგენლები ყოველდღიურად იმორიგევებენ „სითი პარკის" ავტოსადგომებზე და ადგილზე მოემსახურებიან იმ ავტომფლობელებს.


- თქვენ ტროტუარებზე „სითი პარკის" მიერ პარკირების მიზნით მონიშვნების წაშლასა და იქვე ამ მიზნით დაყენებული სხვა ნიშნების აღებასაც აპირებდით.

 

- მაგას კიდევაც ვაპირებთ. ბოლო ერთ კვირაში, ჩემს ორ ახლობელს ტროტუარზე მანქანა დაეჯახა, ორივე ტროტუარზე „სითი პარკს" პარკირება ჰქონდა მოწყობილი. ერთი გადარჩა და მეორემ ფეხი მოიტეხა. ასეთი უბედურებები ლამის ყოველდღე ხდება. თბილისში „სითი პარკის" გამოისობით და ამას ბოლო უნდა მოეღოს. ისიც გასარკვევია, კანონიერად აქვთ ეს სადგომები მონიშნული თუ არა.

 

 

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016