reportiori.ge - „კოპა ამერიკა 2015“, გაიცანით - ურუგვაის ნაკრები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 05:17
სპორტი
„კოპა ამერიკა 2015“, გაიცანით - ურუგვაის ნაკრები
28 მაისი, 2015. 18:55


 

ყველაზე ძველი საერთაშორისო ტურნირი „კოპა ამერიკა" წელსაც დაძაბულ ორთაბრძოლებს, ტექნიკური და ლაღი ფეხბურთისა და ლათინოამერიკული ტემპერამენტის დემონსტრირებას გვპირდება. ტურნირზე 12 გუნდი იღებს მონაწილეობას და ისინი 3 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. „კოპა ამერიკა 2015"-ის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება და მედიაჰოლდინგი „რეპორტიორი" წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს. შევეცდებით, საკმაო ინფორმაცია მოგაწოდოთ ყველა გუნდის შესახებ.


ჩვენი დღევანდელი სტუმარი B ჯგუფში განთესილი ურუგვაის ნაკრებია, რომელსაც შემდგომ ეტაპზე გასაღწევად არგენტინის, იამაიკისა და პარაგვაის ეროვნულ გუნდებთან მოუწევს დაპირისპირება.


ურუგვაიმ ისტორიის მანძილზე 7-ჯერ უმასპინძლა „კოპა ამერიკას" - 1917, 1923, 1924, 1942, 1956, 1967, 1995 წლებში. ნაკრებს აღნიშნულ ტურნირში პირველი ადგილი ყველაზე მეტჯერ - 15-ჯერ აქვს დაკავებული, მეორე ადგილი - 6-ჯერ, ხოლო მესამე ადგილი - 9-ჯერ. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი „კოპა ამერიკის" გამარჯვებული, რომელიც 2011 წელს არგენტინაში გაიმართა, სწორედ ურუგვაის ნაკრები გახლავთ. ისინი წელს ტიტულის დაცვასა და მის მეთექვსმეტედ მოპოვებას შეეცდებიან.


ურუგვაის ეროვნულ გუნდს 2006 წლის თებერვლიდან 58 წლის ოსკარ ტაბარესი თავკაცობს. მისი დაქვემდებარების ქვეშ ურუგვაელებმა 101 მატჩი ჩაატარეს.


23 მაისს ტაბარესმა „კოპა ამერიკა 2015"-ისთვის საბოლოო 23-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ტურნირს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს „ბარსელონას" ფორვარდი ლუის სუარესი. გთავაზობთ ურუგვაის ნაკრების საბრძოლო შემადგენლობას:


მეკარეები: ფერნანდო მუსლერა („გალათასარაი", თურქეთი), მარტინ სილვა („ვასკუ და გამა", ბრაზილია), როდრიგო მუნიოსი („ლიბერტადი, პარაგვაი);

 

მცველები: მაქსი პერეირა („ბენფიკა", პორტუგალია), ხოსე მარია ხიმენესი, დიეგო გოდინი (ორივე „ატლეტიკო", ესპანეთი), სებასტიან კოატესი („სანდერლენდი", ინგლისი), გასტონ სილვა („ტორინო", იტალია), ალვარო პერეირა („ესტუდიანტესი", არგენტინა), მატიას კორუხო („უნივერსიდად დე ჩილი", ჩილე), ხორხე ფუსილე („ნასიონალი")

 

ნახევარმცველები: ალვარო გონსალესი („ტორინო", იტალია), კარლოს სანჩესი („რივერ პლეიტი", არგენტინა), ეხიდიო არევალო რიოსი („ტიგრესი", მექსიკა), გუსმან პერეირა („უნივერსიდად დე ჩილი", ჩილე), ნიკოლას ლოდეირო („ბოკა ხუნიორსი"), კრისტიან როდრიგესი (თავისუფალი აგენტი), ჯორჯიან დე არასკაერა („კრუზეირო", ბრაზილია);


თავდამსხმელები: დიეგო როლანი („ბორდო", საფრანგეთი), ჯონატან როდრიგესი („ბენფიკა", პორტუგალია), ედინსონ კავანი („პსჟ", საფრანგეთი), კრისტიან სტუანი („ესპანიოლი", ესპანეთი), აბელ ერნანდერი („ჰალ სიტი", ინგლისი).

 

ურუგვაელები სავარაუდოდ, „კოპა ამერიკა 2015"-ზეც 4-3-3 ფორმაციით იასპარეზებენ და ნებისმიერ მეტოქეს შემტევ ფეხბურთს დაუპირისპირებენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ტაბარესის გუნდი საკუთარი კარის დაცვას ივიწყებს. ურუგვაის ნაკრების უკანა ხაზში საკმაოდ გამოცდილი და მაღალი კლასის მცველები თამაშობენ.


გთავაზობთ, ჩვენი წარმოდგენით შემდგარი ურუგვაის ნაკრების ძირითად შემადგენლობას „კოპა ამერიკა 2015"-ისთვის:

 

 

 

 


ურუგვაის ნაკრების კალენდარი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე (თბილისის დროით):

 

13 ივნისი. 23:00   ურუგვაი : იამაიკა

 

17 ივნისი. 01:30   არგენტინა : ურუგვაი

 

20 ივნისი. 23:00   ურუგვაი : პარაგვაი

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016