reportiori.ge - მიშელ პლატინი ბლატერს: დატოვე თანამდებობა და გადადექი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 05:57
სპორტი
მიშელ პლატინი ბლატერს: დატოვე თანამდებობა და გადადექი!
29 მაისი, 2015. 11:14


ფიფა-ს ირგვლივ განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.


ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია  განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ფიფა-ს მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ აუცილებელია ძირეული ცვლილებები და რეფორმების გატარება.


„ის, რაც მოხდა, კატასტროფაა ფიფა-სთვის. სკანდალი აზარალებს მთლიანად ფეხბურთს. უეფა შეწუხებული და შეშფოთებულია. ამ მოვლენებმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ კორუფციამ მყარად მოიკიდა ფეხი ფიფა-ს სტრუქტურებში", - აღნიშნულია უეფა-ს ოფიციალურ განცხადებაში.


უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინმა კი საგანგებო პრესკონფერენციაზე ბლატერს საჯაროდ მოუწოდა თანამდებობის დატოვებისკენ:


„გაიმართა შეხვედრა, სადაც კონფედერაციათა ხელმძღვანელები შეიკრიბნენ. ბლატერმა, რომელმაც ჭორის დონეზე შეიტყო, რომ რამდენიმე კონფედერაცია ფიფა-ს კონგრესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, ყველას მოგვიწოდა, ასეთ განზრახვაზე უარი ვთქვათ.

 

ბლატერმა სიტყვით გამოსვლის ნება დამრთო. ვუთხარი იოზეფს, რომ მსურდა მასთან პირისპირ საუბარი. მან კი თქვა, რომ სათქმელი ყველას თანდასწრებით უნდა მეთქვა. ამის შემდეგ მას ვთხოვე, დატოვოს თანამდებობა და წავიდეს ფიფა-დან, რადგან ორგანიზაციის იმიჯი წამხდარია, როგორც არასდროს", - აცხადებს პლატინი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016