reportiori.ge - „როლან გაროსი“: ლიდერები სრული სვლით წინ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 05:48
სპორტი
„როლან გაროსი“: ლიდერები სრული სვლით წინ!
29 მაისი, 2015. 12:08


გუშინ „როლან გაროსის" მეორე წრის მეხუთე შეხვედრები გაიმართა მამაკაცთა შორის.


მამაკაცთთა საჩოგბურთო ბადის ზედა ნაწილი ყველასთვის საინტერესოა, ვინაიდან აქ გათამაშების სამი ფავორიტი - ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი და ენდი მარეი ასპარეზობენ.


29 წლის ესპანელმა საფრანგეთის ღია პირველობის მეორე წრეში თანამემამულეს - ნიკოლას ალმარგოს - 6:4, 6:3, 6:1 მოუგო. მათ ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 13:1 გახდა მალიორკელის სასარგებლოდ. შეხვედრამ 2 საათსა და 22 წუთს გასტანა. ამ დროის განმავლობაში რაფას ანგარიშზე 5 ეისი და 6 ბრეიკი იყო. ნადალის შემდეგ მოწინააღმდეგეს რუსი ანდრეი კუზნეცოვისა და ავსტრიელი იურგენ მელცერის დაპირისპირება გამოავლენს.


ჯოკოვიჩმა 24 მატჩამდე აიყვანა მოგებათა სერია მას შემდეგ, რაც უპრობლემოდ დაამარცხა ლუქსემბურგელი ვეტერანი ჟილ მიულერი - 6:1, 6:1, 6:4. შეხვედრა საათი და 50 წუთი გაგრძელდა, რომლის დროსაც სერბმა 35 "ვინერსი" შეასრულა და 12-დან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. მესამე წრეში ჯოკოვიჩის მეტოქე იქნება 19 წლის ავსტრალიელი ტანასი კოკინაკისი.


პირველი სეტი წააგო ტურნირზე ენდი მარეიმ.  ბრიტანელმა ძალიან კარგად დაიწყო პორტუგალიელ ჟოაო სოუზასთან მატჩი, როცა პირველი სეტი ორი ბრეიკით მოიგო, მაგრამ მეორე პარტიაში ბრიტანელმა თამაშს უკლო. მან ერთხელ უპასუხა მეტოქის ბრეიკს, მაგრამ სოუზამ კიდევ აიღო მარეის მოწოდება და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.


კრიტიკული მომენტი ენდის მესამე სეტის მეოთხე გეიმში დაუდგა, როცა ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. ამის შემდეგ მსოფლიოს მესამე ჩოგანი ინიციატივას დაეუფლა და მერვე გეიმში შესრულებული ბრეიკით 5:3 დაწინაურდა.


მაგრამ პორტუგალიელი არ დანებდა და საპასუხო ბრეიკი შეასრულა, თუმცა მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგი გეიმი "მშრალი" ანგარიშით წაეგო. მეოთხე სეტი ენდიმ ზედიზედ ოთხი გეიმის მოგებით დაიწყო და მატჩის ბედიც სწორედ აქ გადაწყდა. მარეიმ წელს მე-12 მატჩი ჩაატარა გრუნტზე და ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016