როგორც ბრიტანული გამოცემა The Mirror იუწყება, რაფაელ ბენიტესის „რეალში" მისვლის შემდეგ მისი პირველი ტრანსფერი ინგლისელი რაჰიმ სტერლინგი იქნება.
მართალია, ჯერ ბენიტესი „სამეფო კლუბის" მწვრთნელი ოფიციალურად არ გამხდარა, თუმცა ეს ამბავი უკვე 99%-ით გადაწყვეტილია. ბენიტესმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაპოლიდან" წასვლა დაადასტურა და გუნდს „ლაციოსთან" თამაშის შემდეგ დაემშვიდობება.
ესპანელი სპეციალისტი ჯერ კიდევ, „ლივერპულის" მწვთნელი იყო, როცა 2010 წელს მერსესაიდელებმა სტერლინგი „ქპრ"-ს აკადემიიდან გადაიბირეს.
უნდა აღინიშნოს, რომ თავად სტერლინგს „ლივერპულიდან" წასვლის სურვილი აქვს, რაც საჯაროდ მწვრთნელთთან საუბრის დროს დააფიქსირა. 20 წლის შემტევმა გასული სეზონის ინგლისის პრემიერ ლიგაში 35 მატჩის ჩატარება მოახერხა და 7-ჯერ გამოიჩინა თავი.