reportiori.ge - დღეს ციურიხში ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 05:53
სპორტი
დღეს ციურიხში ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
29 მაისი, 2015. 14:52


შვეიცარიის ქალაქ ციურიხში დღეს ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. გამარჯვებულს ფიფა-ს 209 დელეგატი გამოავლენს. არჩევნებში მონაწილეობას ორი კანდიდატი იღებს: ფიფა-ს მოქმედი პრეზიდენტი - ზეპ ბლატერი და იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი.


აშშ-ის საგამომძიებო უწყებების ცნობით, ბრალდებულებმა 1990 წლების შემდეგ ლათინურ ამერიკაში, საფეხბურთო ჩემპიონატებისთვის 100 მილიონ დოლარზე მეტი ქრთამის სახით აიღეს. გამოძიებას კითხვები ასევე, რუსეთის 2018 და ყატარის 2022 წლების ჩემპიონატების ჩატარების ადგილის არჩევის დროს ჩადენილ შესაძლო უკანონო ქმედებებზეც აქვთ.


ბლატერის განცხადებით, მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა ჩადენილ უკანონო ქმედებებზე. მისი თქმის, ეს ყველაფერი მალულად, მის ზურგს უკან ხდებოდა და მასთან არანაირი კავშირი არ აქვს.


გამარჯვებულის გამოსავლენად 209 ხმიდან 2/3-ის აღებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში დაინიშნება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.


მოახლოებულ არჩევნებზე კომენტარს აკეთებს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი გრეგ დიკი: „ვიმედოვნებ, ბლატერი ვერ გაიმარჯვებს, თუმცა თუ მან ეს მაინც შეძლო, დელეგატებმა მას უნდობლობა უნდა გამოუცხადონ. გუშინ ბლატერმა განაცხადა: ეს საქმე მე მომანდეთ, მე მივხედავ მას! ცალსახაა, რომ მის ამ სიტყვებს არავინ ენდობა. ეს ყველაფერი მისი დასასრულის დასაწყისია", - აცხადებს დიკი.


ცოტა ხნის წინ არჩევნებიდან  ბლატერს კანდიდატურის მოხსნისა და გადადგომისკენ უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმაც მოუწოდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016