reportiori.ge - ქუთაისის „ტორპედოს“ ავტობუსს სალხინოში ექსკურსიებისთვის იყენებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:30
სპორტი
ქუთაისის „ტორპედოს“ ავტობუსს სალხინოში ექსკურსიებისთვის იყენებენ
29 მაისი, 2015. 15:18


უკვე ორი დღეა სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც აღბეჭდილია ქუთაისის „ტორპედოს" ავტობუსი და ხალხი, რომელიც ისვენებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ავტობუსი კლუბს ქუთაისის მერიამ აჩუქა.


კლუბის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა Facebook-გვერდზე ფოტოს შემდეგნაირი კომენტარი გაუკეთა:


„სირცხვილი!

 

ქუთაისის მერიამ „ტორპედოს" საჩუქრად გადასცა ავტობუსი, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობა არამარტო გუნდისთვის, არამედ ექსკურსიებისთვისაც იყენებს".


თავად კლუბში აცხადებენ, რომ ჟვანიას სახელობის სკოლამ ექსკურსიისთვის, სტუმართათვის სალხინოს დასათვალიერებლად, „ტორპედოს" ავტობუსი ითხოვა, მათ კი უარი ვერ უთხრეს და ამაში პრობლემას ვერ ხედავენ.


ფეხბურთში ღრმად ჩახედული ადამიანისთვის გაუგებარი არ უნდა იყოს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს კლუბისთვის საკუთარ ავტობუსსა და ეკიპირებას, რომელზეც კლუბის ლოგოა გამოსახული, თუმცა ექსკურსიებისთვის გამოყოფილი ავტობუსი რა მოსატანია, როდესაც უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ მატჩში მეტოქეები ერთი და იმავე გუნდის მაისურით თამაშობდნენ.


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016