reportiori.ge - ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში „ლა ლიგას“ 5 წარმომადგენელი ეყოლება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 05:59
სპორტი
ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში „ლა ლიგას“ 5 წარმომადგენელი ეყოლება
29 მაისი, 2015. 15:30


27 მაისს, ევროპა ლიგის 2014/2015 წლების გათამაშების ფინალში „სევილიამ" „დნიპროს" დამარცხება - 3:2 და ტიტულის დაცვა მოახერხა. შედეგად „სევილია" აღნიშნული ტურნირის რეკორდსმენი გახდა, მოიპოვა რა ევროპა ლიგის მთავარი ტიტული ისტორიაში მეოთხედ.


აღსანიშნავია, რომ „სევილია" „დნიპროსთან" მხოლოდ ტიტულის მოსაპოვებლად არ იბრძოდა. გუნდმა პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში „ვალენსიასთან" მეოთხე ადგილისთვის პაექრობა წააგო და 76 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდა, რაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას არ ითვალისწინებს.


თუმცა, „სევილიასთვის" სასიხარულოდ, ორი წლის წინ „უეფა"-მ ევროპა ლიგის პრესტიჟის გაზრდის მიზნით, წესებში ცვლილებები შეიტანა - გამარჯვებული გუნდი მომავალ სეზონში ავტომატურად მოხვდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.


ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის 2015/2016 წლების სეზონში „ლა ლიგას" 5 წარმომადგენელი ეყოლება: „ბარსელონა", მადრიდის „რეალი", მადრიდის „ატლეტიკო", „ვალენსია" და „სევილია".


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016