reportiori.ge - დღეს ელიტრაუნდში საქართველოს U19 ესპანეთს დაუპირისპირდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:23
სპორტი
დღეს ელიტრაუნდში საქართველოს U19 ესპანეთს დაუპირისპირდება
29 მაისი, 2015. 16:45


დღეს, 29 მაისს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფის მატჩში, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.


შეხვედრა თბილისის დროით, 17:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება. ჯგუფის პარალელური შეხვედრა 14:00 საათზე, პორტუგალიასა და თურქეთს შორის გაიმართა. პორტუგალიელებმა მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით - 6:1 დაამარცხეს და ამ დროისათვის, ჯგუფს ლიდერობენ.


ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება უკვე მოიპოვეს მასპინძელმა საბერძნეთმა, გერმანიამ, რუსეთმა, ჰოლანდიამ, ავსტრიამ, საფრანგეთმა და უკრაინამ.


გიორგი დევდარიანის შეგირდების ესპანელ თანატოლებთან დაპირისპირების პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი გადმოსცემს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016