reportiori.ge - კობა ნარჩემაშვილი: სამართლიანობის აღდგენა უნდა მომხდარიყო არაორდინარული, არასტანდარტული ნაბიჯებით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 02:08
პოლიტიკა
კობა ნარჩემაშვილი: სამართლიანობის აღდგენა უნდა მომხდარიყო არაორდინარული, არასტანდარტული ნაბიჯებით!
ავტორი: ანა ნოდია
29 მაისი, 2015. 17:26


„სამართლიანობის აღდგენა იყო უდიდესი გამოწვევა ხელისუფლებისთვის. სწორედ ამ საკითხის ფონზე მოვიდა „ქართული ოცნება" მთავრობაში" - აცხადებს შს ყოფილი მინისტრი „რეპორტიორთან" ინტერვიუში. კობა ნარჩემაშვილი თვლის, რომ სამართლიანობის აღდგენა არასტანდარტული, არაორდინალური ნაბიჯებით უნდა განხორციელებულიყო:


„მიუხედავად მძიმე სოციალური პირობებისა, ხალხმა ხმა მათ მისცა იმიტომ, რომ აღდგენილიყო სამართალი. ხალხს ჰქონდა მოლოდინი, რომ ესენი დააბრუნებდნენ სამართლიანობას. ხელისუფლებამ მოინდომა ამ საკითხისთვის მოევლო ორდინარული გადაწყვეტილებებით, მიმდინარე რეჟიმში. ამ საკითხის გადაწყვეტა უნდა მომხდარიყო არაორდინარული, არასტანდარტული ნაბიჯებით.

 

ამას მხოლოდ ერთი კაცი ვერ უშველის. უნდა იყოს პოლიტიკური გუნდის ნება და გადაწყვეტილება. ცალკე აღებული ვერც შს მინისტრი და ვერც მთავარი პროკურორი ვერ გადაწყვეტს. იმ ზღვა მასალის გადამუშავება, რომელიც სამართლიანობის აღდგენასთან იყო დაკავშირებული, ვერ მოხდებოდა იმ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, რომლითაც მუშაობდა სააკაშვილის ხელისუფლება. საჭირო იყო ცვლილებები კანონმდებლობაში. საჭირო იყო საგანგებო, ექსტრემალური რეჟიმის შემოტანა. საჭირო იყო დაახლოებით 1000-მდე გამომძიებლის დამატება, პროკურორების დამატება, ვადების გადასინჯვა, ძლიერი კვალიფიკაცია... სტანდარტულმა რეჟიმმა გამოიწვია კრახი," - ამბობს კობა ნარჩემაშვილი.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016