სპორტი
კინტერო „კოპა ამერიკაზე“ ვერ ითამაშებს
ავტორი: გიორგი კინტირაია
29 მაისი, 2015. 18:29
„პორტუს" ნახევარმცველი ხუან კინტერო „კოპა ამერიკა 2015"-ზე კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება. ქვეყნის ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელი მარჯვენა ფეხის მუხლში ძლიერ ტრავმას გრძნობს და 100%-ით გადაწყვეტილია, რომ „კოპა ამერიკაზე" ვერ ითამაშებს.
კინტეროს გარდა, კოლუმბიის ნაკრებს ტრავმის გამო აბელ აგილარი, ადრიან რამოსი და დანიელ ბოკანეგრა ვერ დაეხმარებიან. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ფრედი გუარინისა და ედვინ ვალენსიას თამაშიც.
ტურნირის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის „კოპა ამერიკა" 11 ივნისს აიღებს სტარტს.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19