თანამედროვე ფეხბურთში მხოლოდ ორი ტიპის მოთამაშეები არიან - ისინი, ვინც ქაოსს ქმნიან და ისინი, ვინც ყველაფერს აკონტროლებენ. ვისაც შეუძლია თამაშის მსვლელობის შეცვლა და ვინც ამ თამაშს ქმნის. საუკეთესო მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ვერდიქტი გამოიტანეს: ფეხბურთი შეიცვალა...
„ქაოსი ან კონტროლი. არიან ფეხბურთელები, რომელთათვისაც გუნდის ინტერესები პირველ ადგილზეა. მათთვის მთავარი მოგებაა. ასეთი მოთამაშეები ანალიტიკური აზროვნებით გამოირჩევიან. ისინი გრძნობენ, თუ რა სჭირდება გუნდს. ასეთი ტიპის ფეხბურთელი ყველაფერს აკონტროლებს.
მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ქაოსს ქმნის. ისინი ფსონს საკუთარ ინსტინქტსა და ნიჭზე დებენ. ასეთ ფეხბურთელებს სახიფათო მომენტების შექმნა შეუძლიათ და ამას ვერავინ გააკონტროლებს. მათი შეჩერება შეუძლებელია", - განაცხადა მიუნხენის „ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ.
ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ყველა ფეხბურთელი მიიღებს კუთვნილ ბუცებს. Adidas წყვეტს F50-ის, Predator-ის, 11pro-სა და Nitrocharge-ს წარმოებას. ამ მომენტიდან მხოლოდ ქაოსი და კონტროლი იარსებებს - X და ACE.
Adidas წარმოგიდგენთ ACE15-ს:
ზოგიერთი ფეხბურთელი იმისთვისაა გაჩენილი, რომ მართონ. ყოველ დიად გუნდს სჭირდება მოთამაშეები, რომლებიც სიტუაციას კონტროლიდან გამოყვანის უფლებას არ მისცემენ, წარმართავენ თამაშს და მწვრთნელს მოედანზე მისი გეგმების შესრულებაში დაეხმარებიან. სწორედ მათ შეაქვთ წესრიგი თამაშის ქაოსურ რიტმში. მესუთ იოზილი, ხამეს როდრიგესი, ოსკარი, მანუელ ნოიერი და ივან რაკიტიჩი წარმოადგენენ იმ ფუნდამენტს, რომელზეც მსოფლიოს საუკეთესო გუნდები დგანან. სწორედ მათთვის შექმნა Adidas-მა ACE15.
ACE15 ბუცები კონტროლისთვისაა შექმნილი. რევოლუციური ბადე CONTROL WEB ბუცის ზედაპირზე ბურთის განუმეორებელი კონტროლის საშუალებას იძლევა. შიპების ინოვაციური განლაგება დრიბლინგის დროს ბურთის ფლობას მარტივს ხდის. ეს იმ მახასიათებლების მხოლოდ მცირე ნაწილია, რასაც ACE15 ფლობს. ახლა ფეხბურთელებს აქვთ ბუცებია საიმისოდ, რომ მოედანზე თამაშის სადავეები მართონ.
Adidas წარმოგიდგენთ X15-ს:
ზოგიერთი მოთამაშის გაკონტროლება შეუძლებელია. ისინი იმ ნაპერწკალს წარმოადგენენ, რომელიც თამაშს ახურებს. სწორედ ისინი ქმნიან ისეთ მომენტებს, რომლის დროსაც გულშემატკივრები ადგილზე ხტიან. ვერცერთი დაცვა და ტაქტიკა ვერ შეაჩერებს მათ. ისინი კონტროლს არ ექვემდებარებიან. ასეთი მოთამაშეები იმისთვის არიან შექმნილნი, რომ ქაოსი წარმოშონ. ტომას მიულერი, გარეტ ბეილი, ლუის სუარესი, ქარიმ ბენზემა და ალვარო მორატა გაუფრთხილებლად არტყამენ კარის მიმართულებით. სწორედ მათნაირებისთვის შექმნა Adidas-მა X15.
X15 ბუცები უძლიერესი იარაღია ყველაზე სახიფათო ფეხბურთელებისთვის. X-CLAW ტექნოლოგიით დამზადებული ძირი არანორმალური მოჭიდების გარანტიას იძლევა. X-CAGE-ის ბუცის ზედაპირი დინამიკური თამაშის მოყვარულთათვის შეიქმნა. X-SKIN-ის სამმაგი კონფიგურაცია კომფორტის გარანტიას იძლევა ნებისმიერ სიტუაციაში.
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები პირველად ACE15 და X15 ბუცებით „უეფა"-ს ჩემპიონთა ლიგის 2014/2015 წლების სეზონის ფინალში ითამაშებენ, რომელიც 6 ივნისს, ბერლინში გაიმართება.