reportiori.ge - ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები კვლავ ზეპ ბლატერმა მოიგო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:05
სპორტი
ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები კვლავ ზეპ ბლატერმა მოიგო
ავტორი:
29 მაისი, 2015. 22:37



შვეიცარიაში მიმდინარე ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა 133 ხმა დააგროვა, მისმა კონკურენტმა იორდანიის პრინცმა ალი ბინ ჰუსეინმა კი მხოლოდ 73. 3 ბიულეტენი გაბათილდა.


პირველ ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს 140 ხმის მიღება ესაჭიროებოდა, სწორედ ამიტომ მეორე ტური დაინიშნა.


იორდანიის პრინცმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და კანდიდატურა მოხსნა. შესაბამისად, დღეიდან ზეპ ბლატერის ახალი, ოთხწლიანი მმართველობის ციკლის ათვლა დაიწყო.


არჩევნების დასრულების შემდეგ ბლატერმა მომავალი წლის ფიფას კონგრესის მასპინძელ ქალაქად მეხიკო დაასახელა. ფიფას 67-ე კონგრესი კი 2017 წელს ქალაქ კუალა ლუმპურში ჩატარდება, სადაც 2026 წლის მუნდიალის მასპინძელ ქვეყანას დაასახელებენ.


ბლატერმა სიტყვით გამოსვლაში ალი ჰუსეინს ღირსეული კონკურენციისთვის მადლობა გადაუხადა. საზოგადოებას კი შემდეგი ფრაზით დაემშვიდობა:  „ისიამოვნეთ ცხოვრებით" .


ამრიგად ფიფას კვლავ ზეპ ბლატერი უხელმძღვანელებს, რომლის სახელიც ბოლო წლებში არაერთ კორუფციულ სკანდალთან არის დაკავშირებული. ბოლო დღეების განმავლობაში 79 წლის შვეიცარიელი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების და სპორტული ფუნქციონერების უმკაცრესი კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული. მას გადადგომისკენ მოუწოდეს ევროკავშირის პირველმა პირებმა და უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ.


მრავალმხრივი წინააღმდეგობისა და კრიტიკის მიუხედავად, ზეპ ბლატერმა არ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა და მეხუთედ გახდა ფიფას  პრეზიდენტი, მას ეს თანამდებობა უკვე 17 წელია უკავია.



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016