reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება კობა სუბელიანსა და ჩიორა თაქთაქიშვილსაც უნდათ, მაგრამ მათზე კომპრომატები არსებობს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 23:50
ინტერვიუ
ნიკოლოზ მჟავანაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება კობა სუბელიანსა და ჩიორა თაქთაქიშვილსაც უნდათ, მაგრამ მათზე კომპრომატები არსებობს!
31 მაისი, 2015. 12:39


 

„ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან პარტიის წამყვანმა სახეებმა:  ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ  და გიორგი მელაძემ წასვლა და ახალი პარტიის შექმნა გადაწყვიტეს. მოგვიანებით მათ განცხადებაც გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ორგანიზაციას ქმნიან.


საზოგადოება და პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი ამ პროცესების მიღმა უფრო ღრმა, გათვლილ და დაგეგმილ ღონისძიებას ხედავს. „რეპორტიორი" „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძეს ამ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდა და საინტერესო დეტალებიც შეიტყო.


თუ რა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას" და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ პოლიტიკურ ასპარეზზე, - ამის შესახებ ნიკოლოზ მჟავანაძე საუბრობს:



- „ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან უნდა, ისეთი რაღაცა გააკეთოს, რომ ყურადღების ცენტრში იყოს. ჯაფარიძეს და კუბლაშვილს არ შეუძლიათ, დამოუკიდებელი თამაში აწარმოონ, მათ არ აქვთ ის ქარიზმა, რომელიც ლიდერებს ახასიათებს.


ჯაფარიძე უჭკუო არ არის, მაგრამ დამოუკიდებელი თამაშის უნარი არ აქვს.

- რას გულისხმობთ? „ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსულ პირებს საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვთ... სად წავა „ოთხეული"?


- გიორგი მარგველაშვილის გარშემო იკრიბებიან ის ძალები, რომლებიც მოქმედი ხელისუფლების მიმართ უკიდურესად არაკონსტრუქციულად არიან განწყობილნი. ეს არის ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატები", „ნაციონალები" და ა.შ. ყველა ეს ძალა გიორგი მარგველაშვილის გარშემო იკრიბება. რაც შეეხება ფრაქციის შექმნას, თუ მათ ფრაქცია ვერ შექმნეს, სავარაუდოდ, რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან მოუწევთ გაერთიანება, რადგან დამოუკიდებელ თამაშს ვერ დაიწყებენ.


შესაძლებელია, მოხდეს გადანაწილება და რამდენიმე ადამიანი შეუერთდეს „ნაციონალებიდან" წამოსულებს. სავარაუდოდ, „ოთხეული" ალასანიას პარტიაში მოხვდება. იმიტომ, რომ ისინი იდეოლოგიურად ერთიანნი არიან, საერთო მიზნები და მსოფლმხედველობა გააჩნიათ.


მაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დატოვება სხვებსაც უნდათ, მაგრამ მათზე არსებობს კომპრომატები. ფარული ვიდეოჩანაწერები  არამარტო ოპონენტებზე იქმნებოდა, კომპრომატები „ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინააღმდეგაც არსებობს, ამიტომ, მიხეილ სააკაშვილი გარკვეულწილად ამით აშანტაჟებს „ნაციონალებს" და აიძულებს, გუნდში დარჩნენ. „ნაციონალური მოძრაობა" ხელოვნურად არის შექმნილი და მას არავითარი იდეოლოგია აღარ გააჩნია.


 

- კონკრეტულად ვის სურს „ნაციონალური მოძრაობის" დატოვება?


-„ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლა სუბელიანსაც უნდოდა, ჩიორა თაქთაქიშვილსაც და ბევრ სხვას.  პროცესი არ დასრულებულა. ახლა კი მიდის შანტაჟი მათ წინააღმდეგ, მაგრამ ისინი მაინც ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი გადადგან. იმიტომ, რომ შეუძლებელია, ადამიანებს, რომლებიც ასოცირდებიან ახალაიებთან, ქარდავასთან და ზონდერებთან, წინსვლა ჰქონდეთ. „ნაციონალური მოძრაობიდან" სხვებიც წავლენ.


-შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა" იშლება?

-რა თქმა უნდა. ეს პარლამენტი მათთვის ბოლო იქნება, სადაც „ნაციონალური მოძრაობა" ერთიანობას შეინარჩუნებს. საბოლოოდ „ნაციონალური მოძრაობა," როგორც პარტია, არ იარსებებს. მათ უკვე სახელიც აქვთ მოფიქრებული, თუ რა უნდა დაარქვან ახალ პარტიას. ამ ყველაფერს  ხსნიან ცვლილებებით, იმიტომ, რომ რეალურად „ნაციონალური მოძრაობა" ასოცირდება ძალადობასთან, მკვლელობასთან, ტერიტორიების დაკარგვასთან, უკანონობებთან, ქუჩებში დახვრეტებთან. რაც უნდა კარგი პიარი გაიკეთონ, „ნაციონალური მოძრაობის" სახელი საქართველოში ყოველთვის იქნება ასოცირებული ამ პროცესებთან.  მათ კარგად იციან ეს ყველაფერი და აცხადებენ, რომ ე.წ. რებრენდინგი ხორციელდება, რათა მომავალ არჩევნებზე სხვა სახელით გამოვიდნენ.

ხალხი არ არის ბნელი და ამ გაერთიანებას ყოველთვის ექნება თავისი ადგილი. ისინი ყოველთვის პარლამენტის მიღმა დარჩებიან, რაც არ უნდა ბლოკები გააკეთონ.


 

-წარმატების რამდენად დიდი შანსი აქვს „ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული ოთხეულის მიერ შექმნილს  პარტიას 2016 წლის არჩევნებში?


- ცალკე ესენი ვერაფერს გააკეთებენ. მაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალები", „თავისუფალი დემოკრატები"  და „ნაციონალებიდან " წამოსული ხალხი თავს მოიყრიან გიორგი მარგველაშვილის გარშემო.


მარგველაშვილი ჯერ ფორმალურად მათი ლიდერი ვერ იქნება, რადგან პრეზიდენტია, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდგომ, მათი ლიდერი  სწორედ გიორგი მარგველაშვილი გახდება. აქედან გამომდინარე, გაერთიანება, რომელშიც ეს სუბიექტები მოიყრიან თავს, გიორგი მარგველაშვილის სახელით იბრძოლებს.


პროცესები ისე მიდის, რომ „ნაციონალებს" ლიდერი აღარ ჰყავთ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ასე მოხდეს.


-გამოდის, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ერთგვარი შეთქმულება მზადდება?

-მარგველაშვილი თავის პოზიციას არც მალავს. ტელეეთერშიც გააკეთა განცხადებები, რომ ის ხელისუფლების წინააღმდეგ მიდის. გარკვეულწილად მას აქვს დამოუკიდებელი თამაში და დღეს ვინც კი განაწყენებულია ხელისუფლებაზე, ყველა პრეზიდენტის რეზიდენციაშია მოკალათებული. სწორედ ეს არის შეთქმულთა სათავე, რომელთაც ბნელი ზრახვები ამოძრავებთ!


გიორგი მარგველაშვილს რაც არ უნდა რეიტინგი ჰქონდეს და გარკვეულმა ორგანიზაციებმა რაც არ უნდა ბევრი ქულები დაუწერონ, ქართველი ხალხი მას მაინც არ მიიღებს. გახსოვთ ალბათ, ირაკლი ალასანიას NDI რა კარგად უწერდა ქულებს, მაგრამ თავადაც დაინახეს, რომ ალასანიასგან რეალურად არაფერი გამოვიდოდა და ეს იყო უბრალოდ მასზე დადებული ფსონები.


მარგველაშვილი ნამდვილად ვერ იქნება ქართველი ხალხის ლიდერი, ის არის ბიძინა ივანიშვილის მოყვანილი და რომ არა ბიძინა ივანიშვილი, გიორგი მარგველაშვილი ვის ეცოდინებოდა?





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016