სპორტი
„ვიტესმა“ ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა
ავტორი: გიორგი ჩიქობავა
01 ივნისი, 2015. 10:59
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე არნემის „ვიტესმა" ერედივიზიონის „ჰერენვეენს", ორი მატჩის ჯამში 7:4 სძლია და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარაზებს.
შეხვედრაში ანგარიში „ჰერენვეენმა" მარკ უტჰის გოლით გახსნა. მე-11 წუთზე კი გურამ კაშია კუთხურიდან ჩაწოდებულს დაუხვდა და თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ვაკო ყაზაიშვილმა კი 86-ე წუთზე ვან დერ ჰეიდენს საგოლე გადაცემა გაუკეთა და ჰოლანდიელს საბოლოო ანგარიში დააფიქსირებინა.
კაშიამ მიმდინარე სეზონში 34 მატჩში ორი გოლი გაიტანა და ორივე „ჰერენვეენის" კარში. ყაზაიშვილმა კი ყველა ტურნირზე 41 მატჩი ჩაატარა და 14 გოლთან ერთად 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19