reportiori.ge - „ბარსამ“ სეზონის მეორე ტიტული მოიგო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 05:21
სპორტი
„ბარსამ“ სეზონის მეორე ტიტული მოიგო
01 ივნისი, 2015. 12:18


დასრულდა ესპანეთის 2015-16 წლების საფეხბურთო სეზონი, რომელმაც კატალონიური „ბარსელონას" აბსოლუტური ტრიუმფით  ჩაიარა. ლა ლიგის ტიტულს კატალონიელებმა ესპანეთის, რიგით 27-ე  სამეფო თასიც მიუმატეს და შანსი აქვთ, სეზონი ტრიპლეტით დაასრულონ.


ცალკე საუბრის თემაა ლეო მესი. „ბარსელონას" ფანტასტიკური თამაში არავის გაკვირვებია, თუმცა, რასაც არგენტინელი მოედანზე აკეთებს - ეს უბრალოდ გენიალურია და სხვა განზომილებიდანაა!  მატჩის მე-20 წუთზე ლეომ ბურთი ჩვეულ სტილში ალვეშისგან მოედნის მარჯვენა ფლანგზე მიიღო, მის წინ ერთბაშად 3 ბასკი მცველი გაჩნდა, თუმცა ეს მისთვის წინაღობა სულაც არ ყოფილა, მოხდენილი მოძრაობებით  გაცდა და საჯარიმოში მიმავალმა მეოთხე მცველიც მიაყოლა, საჯარიმოში შესულმა ერერინის ბურთი მისგან ახლო მარცხენა კუთხეში გაუტანა - 0:1. მატჩის 37-ე წუთზე კი რაკიტიჩი გაერკვა სიტუაციაში კაარგად და მეკარესთან პირისპირ ლუის სუარესი გაიყვანა, მანაც ცარიელ კართთან მდგარ ნეიმარს გადააწოდა - 0:2.


მეორე ტაიმში, 74-ე წუთზე მესიმ დუბლი შეასრულა. არგენტინელმა ალვეშის ჩაწოდებულზე ყველას დაასწრო და ბასკ მეკარეს მეორე გოლი გაუტანა. ერთადერთი, რის გაკეთებაც „ატლეტიკის" ფეხბურთელებმა შეძლეს, პრესტიჟის გოლის გატანა იყო. 79-ე წუთზე ინიაკი უილიამსმა თავური დარტმით შეამცირა სხვაობა. უნდა ითქვას, რომ ინიაკი ბილბაოს „ატლეტიკის" რიგებში საუკეთესო გახლდათ და ყველაზე მეტ პრობლემას სწორედ ის უქმნიდა კატალონიურ გრანდს.


ნოუ კამპზე" უკანასკნელად ითამაშა ხავი ერნანდესმა, რომელიც 56-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, ხოლო ბასკების მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა ანდონი ირაოლამ. ის 58-ე წუთზე მარკელ სუსაეტამ შეცვალა.


ბლაუგრანამ" ესპანეთის თასი 27-ედ მოიგო, ხოლო ბილბაოს „ატლეტიკის" უიღბლო სერია კვლავ გრძელდება - ბასკებმა უკანასკნელად ტიტული 1984 წელს მოიპოვეს.


„ატლეტიკი"  - „ბარსელონა" 1:3 (0:2)

 

„ატლეტიკი"  (4-2-3-1): ერერინი, ლაპორტე, ეჩიტა, ბუსტინზა, ბალენსიაგა, სან ხოსე, ბენიატი (იბაი 75), მ.რიკო (იტურასპე 74), ირაოლა (სუსაეტა 58), უილიამსი, ადურისი


„ბარსელონა" (4-3-3): ტერ შტეგენი, პიკე, მასკერანო, ალბა (მატიე 77), ალვეში, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა (ხავი 56), ნეიმარი, მესი, ლ.სუარესი (პედრო 78)


გოლები: 0:1;0:3 მესი (20;74), 0:2 ნეიმარი (37), 1:3 უილიამსი (79)


 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016