reportiori.ge - რა თამაში წამოიწყო მიხეილ სააკაშვილმა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:57
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რა თამაში წამოიწყო მიხეილ სააკაშვილმა?
ავტორი:
01 ივნისი, 2015. 12:21


ოდესა ყოველთვის რთული რეგიონი იყო. აქ ყოველთვის თავს იყრიდა სერიოზული ფინანსური ინტერესები, რაც რეგიონს მაფიოზურ-ბანდიტური დაჯგუფებების გავლენების სფეროდ აქცევდა. ფინანსებისა და გავლენებისთვის აქ ყოველთვის სისხლიანი ბრძოლები იყო. ვალერი გელბახიანი ისტორიულ ფაქტს იხსენებს. სტალინმა მეორე სამამულო ომის შემდეგ, ოდესაში ჟუკოვი გაუშვა ბანდიტური დაჯგუფებების წინააღმდეგ საბრძოლველად. „და ჟუკოვს მოუწია, სისხლში ჩაეხშო მაფიოზური კლანების იქ თარეში... მაგრამ ის სამხედრო პირი იყო, სააკაშვილი პოლიტიკური ფიგურაა", - ამბობს ვალერი გელბახიანი.



სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ უკრაინულმა და რუსულმა მედიამ ორ ფაქტორს გაუსვა ხაზი. პირველი და მთავარი, პოროშენკოსა და კოლამოისკის შორის სერიოზული დაპირისპირება გრძელდება და მეორე, დასავლეთ უკრაინას სააკაშვილი აღმოსავლეთ უკრაინაში იანუკოვიჩის საპირწონედ დასჭირდა.


საქართველოს ექსპრეზიდენტის დანიშვნას უკვე მოჰყვა მკვეთრი შეფასებები. ამ დანიშვნას თავად იგორ კოლომოისკი გამოეხმაურა. კოლომოისკი ადრე დნეპროპეტროვსკს ხელმძღვანელობდა, ის უკრაინაში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა როგორც ფინანსურად, ისე პოლიტიკურად.


მისი განმარტებით: სააკაშვილი დროებითი ფიგურაა, ახლა ის ოდესას რუსეთს ჩააბარებს, მერე კი ისევ მოგვიწევს მისი დაბრუნებისთვის ბრძოლა.


კოლომოისკის სააკაშვილის ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ. მედია წერს, რომ პოროშენკოს მისი დანიშვნა კოლომოისკისა და მისი მსგავსი ფინანსური მაგნატების მოსარჯულებლად დასჭირდა.


თავად სააკაშვილი ოდესას ჰპირდება მთელ შავი ზღვის აუზში სანიმუშო და სამაგალითო რეგიონად გადაქცევას. ვალერი გელბახიანი ექსპრეზიდენტის ამ სულისკვეთებას მთლიანად იზიარებს. მისი განმარტებით, ოდესაში სააკაშვილი კორუფციას დაუპირისპირდება და მასობრივ დაპატიმრებებს განახორციელებს:


- სააკაშვილის ერთადერთი გამოწვევა კორუფციის დამარცხება იქნება. ის მიიღებდა გარანტიებს იმისთვის, რომ შეძლებს ბევრი სოციალური პროგრამის განხორციელებას და იმუშავებს დაბალ ფენებზე. მისი გათვლა ოდესა არ არის, ის მასშტაბურად ითამაშებს და უკრაინის პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს...


რუსული მედია მიიჩნევს, რომ სააკაშვილს ოდესაში რეფორმები არ გამოუვა. მიზეზები არა მხოლოდ კლანურ-ბანდიტური დაჯგუფებების ოდესისთვის მუდმივი ბრძოლაა, არამედ თავად სააკაშვილი. მათი დახასიათებით, სააკაშვილი შეიძლება კარგი პოლიტიკოსია, მაგრამ ის წარუმატებელი ჩინოვნიკი იქნება - ვერ შექმნის ისეთ გუნდს, რომლითაც სერიოზულ და მასშტაბურ რეფორმებს გაატარებს. მეტიც, რუსული მედია მიიჩნევს, რომ მოსკოვი არც კი ნერვიულობს ამ დანიშვნის გამო, რადგანაც ძალიან კარგად იცნობს სააკაშვილს, იცის მისი მინუსებიც და პლუსებიც და მასთან „დაპირისპირება" არ გაუჭირდება.


სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ, სოცქსელებში იანუკოვიჩის ვორონეჟში გუბერნატორად დანიშვნის ინიციატივით გამოვიდნენ. ხუმრობით უკრაინის სხვა რეგიონებში ბლერისა და შვარცენეგერის დანიშვნა მოთხოვეს. ითქვა, რომ პოროშენკო სერიოზულ საკადრო ცაიტნოტში აღმოჩნდა და იძულებული გახდა, ყურადღება სააკაშვილზე გაეჩერებინა.


თუმცა, ვისაც როგორი გათვლები არ უნდა ჰქონდეს, ფაქტი ერთია - სააკაშვილს საკუთარი ინტერესები აქვს. ვალერი გელბახიანის აზრით, ის აუცილებლად იყრის კენჭს უკრაინის პრეზიდენტად, საქართველოში კი სამ ახალ ლიდერს მაინც „გამოჩეკავს" იმისთვის, რომ დასაყრდენი შეინარჩუნოს და ზურგი ჰქონდეს. თავის დროზე მისთვის საკრებულოს თავმჯდომარეობაც ტრამპლინი იყო, ვარაუდობენ, რომ სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ოდესის გუბერნატორობა მისთვის უკრაინის პრეზიდენტობისკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს.

 

 

 

ქეთი ხატიაშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016