reportiori.ge - საქართველოს U19 ნაკრებმა ევრო 2015-ზე გასვლის შანსები დაკარგა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:09
სპორტი
საქართველოს U19 ნაკრებმა ევრო 2015-ზე გასვლის შანსები დაკარგა
01 ივნისი, 2015. 12:50


ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მეორე მატჩში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში - 2:3 დამარცხდა.


მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ I ჯგუფის მეორე შეხვედრაში მაყურებელმა პირველი გოლი ჯერ კიდევ მე-4 წუთზე იხილა. საქართველოს კართან დანიშნული პენალტის ზუსტად რეალიზება პედრო როდრიგესმა მოახერხა.


პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე, ზურაბ მალანიამ წონასწორობა აღადგინა. როგორც ჩანს, შესვენებისთვის გამოყოფილი დრო გიორგი დევდარიანმა სწორად გამოიყენა და 49-ე წუთზე, გურამ გოშთელიანის გატანილი გოლით საქართველოს ნაკრები დაწინაურდა - 2:1.


სამწუხაროდ, ჩვენმა ბიჭებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. 70-ე წუთზე ფლავია სილვამ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 76-ე წუთზე, ოთო გოშაძის კარში გოლი ჟილ დიასმა გაიტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 3:2 პორტუგალიელთა სასარგებლოდ დააფიქსირა.


I ჯგუფის მეორე ტურში თურქეთის U19 ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და 0:5 დამარცხდა.


ამ დროისათვის, ჯგუფს ესპანეთი ლიდერობს, ქულათა ამავე რაოდენობით მეორე ადგილზე პორტუგალიის ნაკრებია, მესამე ადგილს საქართველო იკავებს, ხოლო ჯგუფის ფსკერზე თურქები არიან.


შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე ჯგუფიდან მხოლოდ პირველადგილოსანი გადის. გიორგი დევდარიანის შეგირდებს ჯგუფიდან გასაღწევად თეორიული შანსებიც აღარ დარჩენიათ. უკანასკნელ მატჩებში მესამეადგილოსნისა და პირველადგილოსნის ვინაობა გაირკვევა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016