reportiori.ge - სერია A-ს ბოლო ტურში პირველი ქართული დუბლი ვიხილეთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:03
სპორტი
სერია A-ს ბოლო ტურში პირველი ქართული დუბლი ვიხილეთ
01 ივნისი, 2015. 13:59


იტალიის სერია A-ს უკანასკნელი ტურის შეხვედრები 31 მაისს გაიმართა. მილანის „ინტერმა" საკუთარ მოედანზე „ემპოლის" უმასპინძლა და დაძაბულ ორთაბრძოლაში 4:3 იმარჯვა.


აღნიშნულ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ, რომელმაც დუბლის შესრულება მოახერხა - ჯერ იყო და 59-ე წუთზე ახლო მანძილიდან ზუსტი თავური დარტყმით გამოირჩა, ხოლო 88-ე წუთზე, საკმაოდ ეფექტური დარტყმით აიღო სამირ ჰანდანივიჩის კარი.


მიმდინარე სეზონში ასპარეზობა მჭედლიძემ 4 გოლით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ეს სერია A-ში პირველი ქართული დუბლია. აქამდე ქართველ ფეხბურთელს იტალიის პირველობაზე ერთ მატჩში ორი გოლი არ გაუტანია.


შეგახსენებთ, რომ იტალიის „მილანის" ღირსებას მრავალი წლის მანძილზე იცავდა კახა კალაძე, რომელსაც ჯამში 13 გოლი აქვს გატანილი, თუმცა დუბლი არ შეუსრულებია.


სერია A-ს მიმდინარე სეზონის გათამაშება ლევან მჭედლიძის „ემპოლიმ" 42 ქულით მე-15 პოზიციაზე დაასრულა, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ქართველის გუნდი მომავალ სეზონშიც იტალიის ყველაზე პრესტიჟულ დივიზიონში იასპარეზებს.


 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016