reportiori.ge - ბუფონი კარიერის „იუვენტუსში“ დასრულებას არ აპირებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:50
სპორტი
ბუფონი კარიერის „იუვენტუსში“ დასრულებას არ აპირებს
01 ივნისი, 2015. 14:45


6 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალურ დაპირისპირებაში კატალონიის „ბარსელონა" ტურინის „იუვენტუსს" დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრაში „ბებერი ქალბატონის" კარს ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს, რომელიც ასაკის მიუხედავად, კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.


მომავალ გეგმებთან დაკავშირებით ჯიჯიმ კომენტარი გააკეთა. როგორც ჩანს, „იუვენტუსის" ლეგენდა კარიერის დასრულებას „ბებერი ქალბატონის" მაისურით არ აპირებს.


„იუვენტუსში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მინდა, აქ კიდევ რამდენიმე სეზონი ვითამაშო, რის შემდეგაც, სიამოვნებით დავასრულებდი კარიერას „პარმაში". ეს კლუბი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს", - განაცხადა 37 წლის იტალიელმა მეკარემ.


შეგახსენებთ, რომ ბუფონმა პირველი ნაბიჯები ფეხბურთში სწორედ „პარმაში" აიდგა და სწორედ იქიდან მიაშურა ტურინის „იუვენტუსს".


შეგახსენებთ, რომ გუშინ სერია A-ს 2014/2015 წლების სეზონის უკანასკნელი ტურის შეხვედრები გაიმართა. მიმდინარე სეზონში იტალიის ყველაზე პრესტიჟული ტიტული „იუვენტუსმა" 87 ქულით მოიპოვა, „პარმამ" კი 19 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი დაიკავა და სერია B-ში დაქვეითდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016