reportiori.ge - საფეხბურთო სპექტაკლი „სან პაოლოზე“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:33
სპორტი
საფეხბურთო სპექტაკლი „სან პაოლოზე“
ავტორი:
01 ივნისი, 2015. 14:46


იტალიის სერია A-ს 2014-15 წლების სეზონის გათამაშება დასრულებულია. ჩემპიონის ვინაობა კარგა ხნის წინ გაირკვა, თუმცა ბოლო ტურის მთავარი ინტრიგა მესამეადგილოსანის გამორკვევა გახლდათ.


ნამდვილი საფეხბურთო სანახაობა შედგა ნეაპოლში, სადაც ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელის ვინაობა ირკვეოდა. „ნაპოლის" ლიგაზე ასპარეზობისთვის მხოლოდ მოგება სჭირდებოდა, ხოლო პიოლის გუნდს ფრეც აძლევდა ხელს. შეხვედრის პირველ ტაიმში, „ლაციო" პაროლოს და კანდრევას მიერ მსაჯის კონპესირებულ დროში გატანილი გოლებით იგებდა და ერთი შეხვედრით მატჩის ბედიც გადაწყვეტილი მოჩანდა. თუმცა მეორე ნახევარში გონსალო ჰიგუაინის 55-ე და 64-ე წუთებზე გატანილი ორი გოლით, „ნაპოლიმ" შეძლო და თამაში გაათანაბრა. მეორე ნახევრის 76-ე წუთზე ჰიგუაინმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, თუმცა მისი დარტყმული დიდი მანძილით აცდა მარკეტის კარს. მატჩის მიწურულს გასატანად წასული „ნაპოლი" „ლაციომ" ორჯერ კონტრშეტევაზე დაიჭირა და ონაზის და კლოზეს გოლებით ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში თამაში გაინაღდა. „ნაპოლიმ" სეზონი მე-5 პოზიციაზე დაასრულა და ევროპა ლიგაზე იასპარეზებს. ეს თამაში რაფაელ ბენიტესისთვის „აძურის" თავკაცის პოსტზე ბოლო იყო. ესპანელი „რეალის"  მთავარ მწვრთნელად სულ მალე ოფიციალურად დაინიშნება.


საბოლოოდ, იტალიას მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „იუვენტუსი"" და „რომა", ხოლო პლეიოფში „ლაციო" წარადგენს. ევროპის ლიგაზე „ფიორენტინა", „ნაპოლი" და „სამპდორია" ითამაშებენ. ქვედა ლიგაში გავარდნენ „კალიარი", „ჩეზენა" და „პარმა", ხოლო იქიდან ელიტაში „კარპი" და „ფროზინონე" აღზევდნენ. მესამე წარმატებული გუნდის ვინაობა კი ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი.


„ნაპოლი" - „ლაციო" 2:4 (0:2)

 

„ნაპოლი" (4-2-3-1): ანდუხარი; მაჯო, კულიბალი, ალბიოლი, გულამი; ლოპესი, ინლერი (გაბიადინი 53); კალეხონი (ძაპატა 88), ჰამშიკი, მერტენსი (ინსინიე 77); იგუაინი


„ლაციო" (3-4-3): მარკეტი; დე ვრეი, ჯენტილეტი, მაურისიო; ბასტა, პაროლო, კატალდი (ონაზი 84), ლულიჩი; კანდრევა, ჯორჯევიჩი (კლოზე 77), ანდერსონი (ლედესმა 65)


გოლები: 0:1 პაროლო (33), 0:2 კანდრევა (45), 1:2 იგუაინი (55), 2:2 იგუაინი (64), 2:3 ონაზი (85), 2:4 კლოზე (90)


გაფრთხილება: გულამი (67, 71) - ჯორჯევიჩი (19), მაურისიო (430, პაროლო (55, 62), კანდრევა (88)


გაძევება: გულამი (71) - პაროლო (62)


 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016