საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2014/2015 წლების გამარჯვებული გორის „დილა" გახდა და სწორედ ეს კლუბი იბრძოლებს ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. ფაქტია, რომ გუნდი გაძლიერებას საჭიროებს და გორელთა კლუბის ხელმძღვანელობაც დროს არ კარგავს.
ქართულ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ „დილას" ღირსებას ნუკრი რევიშვილი, გიორგი ილურიძე და ოთარ მარცვალაძე დაიცავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გორელებს „ტოსნოს" მარცხენაფლანგელი გიორგი ნავალოვსკი და ბაქოს „ინტერიდან" წამოსული ალექსანდრე ამისულაშვილიც შეუეთდებიან.
უჩა სოსიაშვილის გუნდის პროგრამა მინიმუმი ჩემპიიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვაა, რომლის შემდეგაც, გამოვარდნის შემთხვევაში, ევროპა ლიგის შესარჩევის მორიგ ეტაპზე აღმოჩნდებიან.