reportiori.ge - ირაკლი კლიმიაშვილმა „ტორპედო“ დატოვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:56
სპორტი
ირაკლი კლიმიაშვილმა „ტორპედო“ დატოვა
01 ივნისი, 2015. 16:28


რამდენიმე დღის წინ, ქუთაისის „ტორპედო" შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა. დღეს მათ სიას გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კლიმიაშვილი შეუერთდა. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობას შემტევ ნახევარმცველთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურდა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელმა მიიღო.


კლიმიაშვილი „ტორპედოს" ზამთარში შეუერთდა და მოკლე დროში გუნდის წამყვან ფეხბურთელად იქცა. მან ქუთაისელთა მაისურით 14 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო. აქტიურ გულშემატკივარს მათგან ერთ-ერთი განსაკუთრებით ემახსოვრება, რომელიც ირაკლიმ მეტოქის კარში პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია.


კლიმიაშვილს ნათამაშები აქვს თბილისის „ვიტ ჯორჯიაში", „ანჟიში", „ფახთაქორსა" და „სკონტოში". ერთ დროს საქართველოს ახალგაზრდული და შემდგომ ეროვნული ნაკრების წევრი კარიერას, დიდი ალბათობით, კვლავ ლატვიურ კლუბში გააგრძელებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016