reportiori.ge - ქუთაისის „ტორპედომ“ ახალწვეულები წარადგინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:51
სპორტი
ქუთაისის „ტორპედომ“ ახალწვეულები წარადგინა
01 ივნისი, 2015. 16:30


მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ქუთაისის „ტორპედოში" პირველი ახალწვეულები ჩაირიცხნენ. ქუთაისელთა რიგებში ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე, მცველი დავით ოდიკაძე და თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე ითამაშებენ.


22 წლის კუხიანიძე ქუთაისის სპორტსკოლის აღზრდილია და მისი პროფესიონალური კარიერაც სწორედ „ტორპედოში" დაიწყო, სადაც მან დღემდე 85 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 11 გოლიც გაიტანა.


34 წლის ოდიკაძე „ტორპედოში"  საჩხერის „ჩიხურადან" გადავიდა. მანამდე იგი თბილისის „დინამოში", ბაქოს „ინტერში" და სხვა საფეხბურთო კლუბებშიც თამაშობდა.


22 წლის შინდაგორიძე აქამდე დანიურ ორჰუსში", თბილისის დინამოსა" და ცხინვალის ცხინვალში" გამოდიოდა. გარდა ამისა, მას საქართველოს 19-წლამდე ნაკრებშიც უასპარეზია. ფეხბურთელებმა „ტორპედოსთან" 1-წლიანი კონტრაქტები გააფორმეს.


ასევე, შესაძლებელია, რომ „ტორპედოში" ითამაშონ:  ნახევარმცველმა დათა სიჭინავამ და ფორვარდებმა გიორგი ჩირგაძემ და გიორგი ქვილითაიამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016