სპორტი
„იუვე“ მორატასთან კონტრაქტს 2020 წლამდე გაახანგრძლივებს
ავტორი: გიორგი ჩიქობავა
01 ივნისი, 2015. 17:49
ტურინის „იუვენტუსის" ხელმძღვანელობა ესპანელ ფორვარდს ალვარო მორატას კონტრაქტის 2020 წლამდე გახანგრძლივებას უპირებს. 22 წლის ფეხბურთელი „ბიანკონერებში" შესანიშნავ სეზონს ატარებს, 14 გოლი აქვს გატანილი, უკვე მოგებული აქვს ორი ტიტული და სულ მალე, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.
ჯუზეპე მაროტას ალვაროს ტურინში დიდი ხნით დატოვება სურს და მის წარმომადგენლებს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, წელიწადში 4-მილიონიანი ანაზღაურებით. შეგახსენებთ, რომ ამჟამად მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2017 წელს ეწურება, მორატას ხელფასი კი 3,2 მილიონი ევროა. ახალი კონტრაქტის შემთხვევაში, ესპანელის ყოფილ კლუბს, მადრიდის „რეალს" მისი გამოსყიდვის უფლება ჩამოერთმევა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19