საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში ერთმანეთს: მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი და „როლან გაროსის" ცხრაგზის ტრიუმფატორი ესპანელი რაფაელ ნადალი დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება, უკვე მონათლულია ნაადრევ ფინალად. ჩოგბურთელებმა პირველი ნაბიჯი მეოთხედფინალისკენ გუშინ გადადგეს.
ნოვაკმა ფრანგი რიშარ გასკე 2-საათიან ბრძოლაში იოლად 6:1, 6:2, 6:3 დაამარცხა. ამ დაპირისპირებაში სერბმა მეორე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, რის შემდეგაც პირველი პარტის მოგება არ გასჭირვებია. ჯოკოვიჩის ანგარიშზე 47 „ვინერსი" იყო, აგრეთვე ცხრიდან რვა ბრეიკ-პოინტი მოიგერია. ამ შეხვედრის მოგებით ნოვაკს 26 მატჩიანი მოგებათა სერია დაუგროვდა. საფრანგეთის ღია პირველობაზე, ჯოკოვიჩი მერვედ გავიდა მეოთხედფინალში, საერთო ჯამში კი „დიდი სლემის" ტურნირებზე ზედიზედ 24-ედ მოხვდა რვა საუკეთესოს შორის.
რაც შეეხება ცხრაგზის ჩემპიონს - რაფაელ ნადალს. მეოთხედფინალში მან ამერიკელ ჯეკ სოკს თითქმის 3- საათიან დაპირისპირებაში 6:3, 6:1, 5:7 6:2 მოუგო. შეხვედრის მეოთხე სეტში ნადალმა 1:1-ზე მეხუთე ცდიდან შეძლო და გამოიყენა ბრეიკ-პოინტი. მოგვიანებით მალიორკელმა კიდევ ერთი ბრეიკ-პოინტი შეასრულა და გადამწყვეტი სეტში - 6:2 იმარჯვა. ამ მატჩში ნადალი ბრეიკ-პონტების გამოყენებით ნამდვილად მოიკოჭლებდა: მან 15-დან შვიდი, სოკმა კი ოთხიდან ოთხივე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. ნადალმა 70-ე მატჩი მოიგო „როლან გაროსზე". მას ხვალ 29 წელი შეუსრულდება და კარიერის ერთ-ერთი მთავარი მატჩი ელოდება. ესპანელს მიჰყავს ანგარიში ჯოკოვიჩთან ურთიერთშეხვედრებში - 23:20, გარდა ამისა, ექვსიდან ექვსჯერ ჰყავს დამარცხებული ჯოკოვიჩი „როლან გაროსზე".