მადრიდული სპორტული გამოცემა Marca ამტკიცებს, რომ „არისტოკრატთა" შემტევი კლუბში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და „ატლეტიკოში" დაბრუნებას ლამობს.
სადებიუტო სეზონი კოშტასთვის ნამდვილად წარმატებული გამოდგა. მან 24 შეხვედრაში 20 გოლის გატანა მოახერხა და პრემიერ ლიგის გამარჯვებულიც გახდა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელი „ჩელსიში" თავს ბედნიერად არ გრძნობს და თავის ყოფილ კლუბში დაბრუნება სურს. აწ უკვე „მონაკოს" კუთვნილებაში მყოფი ფალკაო დაუფარავად გამოთქვას სურვილს, „ლურჯების" რიგებში გადავიდეს და გამომდინარე აქედან, სავსებით შესაძლებელია, კოშტამ ეს გადაწყვეტილება მიიღოს.
ასევე Marca-ს ინფორმაციით, კოშტა თანახმაა ნაკლებ ხელფასზე, ოღონდაც მადრიდში დაბრუნდეს. „ჩელსი" კი არ აპირებს, გაყიდოს თავისი ვარსკვლავი, მაგრამ ტრანსფერზე გაიყვანს, თუკი დიეგო თავად მოითხოვს სხვა კლუბში წასვლას.