უკვე მეორე სეზონია, ბუნდესლიგიდან გასავარდნადაა გამზადებული „ჰამბურგი", თუმცა გადამწყვეტ მომენტში იღბალი ამ გუნდის თანამგზავრად იქცა. ასე მოხდა ახლაც. „დინოზავრები" სასწაულად გადაურჩნენ გავარდნას, რაც მათ ისტორიაში ნამდვილად შავი ფურცელი იქნებოდა - ისინი არასდროს გავარდნილან ქვედა დივიზიონში.
ბუნდესლიგაში დასარჩენი პირველი შეხვედრა „ჰამბურგმა" საკუთარ სტადიონზე ფრედ - 1:1 დაასრულა. არადა „კარლსრუე" იმ შეხვედრაში დომინირებდა, ბევრს უტევდა, მომენტებსაც ქმნიდა. ზუსტად ანალოგიური სცენარით წარიმართა საპასუხო მეორე შეხვედრაც - „კარლსრუე" უტევდა და მათ შეტევებს ლოგიკური დასასრულიც მოჰყვა - 78-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა იაბომ მასპინძლები წინ გაყვანა - 1:0. სად იყო და სად არა „ჰამბურგს" მხსნელად ჩილელი დიასი მოევლინა და მსაჯის კომპენსირებულ დროში 92-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
დამატებით დროში ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ პენალტების სერია არცერთ გუნდს არ სურდა. ბევრი მწვავე შეტევა ვიხილეთ და საბოლოოდ „დინოზავრებმა" გაიტანეს: შეცვლაზე შესულმა ნიკო მიულერმა კლებერის პასით ახლოდან ზუსტად დაარტყა - „ჰამბურგი" ისევ (გა)დარჩა!
„კარლსრუე" - „ჰამბურგი" 1:2 (დამატებითი დრო) პირველი მატჩი - 1:1
„კარლსრუე": ორლისჰაუზენი, გორდონი, გულდე, მაქსი (კმპე 86), კრებსი (შტოლი 89), მანუელ ტორესი, იამადა (იაბო 72), მეფერტი, ვალენტინი, ჰენინგსი, ნაზაროვი
„ჰამბურგი": ადლერი, დიკმაიერი, ჯურუ, რაიკოვიჩი, ოსტრჟოლეკი, დიასი, ილიჩევიჩი (კლებერი 86), ვან დერ ვაარტი, ჰოლტბი (შტიბერი 66), ოლიჩი (ნიკო მიულერი 77), ლასოგა
გოლები: 1:0 იაბო (78), 1:1 დიასი (90+1), 1:2 ნიკო მიულერი (115)
გაფრთხილება: ვან დერ ვაარტი (48), დიასი (55), რაიკოვიჩი (63), კრებსი (87), მეფერტი (90), გულდე (90+2), კლებერი (101), გორდონი (118), დიკმაიერი (120)